ავტორი:

"თოხის და გუთნის მენტალიტეტში ვართ ჩარჩენილები" - მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" ახალი წევრები წარადგინა

"თოხის და გუთნის მენტალიტეტში ვართ ჩარჩენილები" - მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" ახალი წევრები წარადგინა

„სოფლის მეურნეობაში სავალალო მდგომარეობა გვაქვს. თოხის და გუთნის მენტალიტეტში ვართ ჩარჩენილები“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელო“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ორგანიზაციის ახალი წევრების წარდგენისას „იმერეთი გრინერში” განაცხადა. მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობა ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაშია და ამის გამოსწორება ისეთი საწარმოების შექმნით არის შესაძლებელი, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური და ექსპორტზე ორიენტირებული.

„სოფლის მეურნეობაში სავალალო მდგომარეობა გვაქვს. სავალალო იმ კუთხით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელა სოფლის მეურნეობაში და შედეგად რა მივიღეთ? გაიზარდა თუ არა გლეხის შემოსავალი? შედეგად მივიღეთ ის, რომ რეალური მშპ სოფლის მეურნეობაში შემცირდა და შესაბამისად, 30%-ით შემცირდა ნათესი ფარდობები, 3%-ით შემცირდა მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა და 15% - ით შემცირდა რძის წარმოება. ამას ემატება ის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც უნიკალური რესურსები აქვს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების 1 მლრდ დოლარის იმპორტს ახორციელებს ყოველწლიურად. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ არანაირ ეფექტურობასთან არ გვაქვს საქმე და ამას სჭირდება გამოსწორება ისეთი საწარმოების შექმნით, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური და ექსპორტზე ორიენტირებული.

ჩვენ დღეს ვართ თოხის და გუთნის მენტალიტეტში ჩარჩენილები. ეს უნდა შეიცვალოს და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით უნდა დავიწყოთ მოქმედება თუ გვინდა, რომ სწრაფად გამოვიდეთ იმ სოციალური, ეკონომიკური და უმუშევრობის მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ დღეს სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერში“ მოძრაობის კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა.

„ლელოს“ ახალი წევრები არიან:

1. ფრიდონ გაფრინდაშვილი - ელექტრო ინჟინერი. სოფლის მეურნეობის ინჟინრის მაგისტრის ხარისხი მიიღო შტუტგარტში, ჰოჰენჰეიმის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სოფლის მეურნეობის სფეროში. ამჟამად გერმანული კომპანიის ექსპორტის მენეჯერია.

2. მიტროფანე სტურუა - იურისტი. ადვოკატი. სხვადასხვა დროს იყო პროკურორი, მოსამართლე და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წლიდან ადვოკატია. მოგებული აქვს სასამართლო პროცესი სტრასბურგის სასამართლოში.

3. მანანა ბანძელაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათ ადოქტორი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 7 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერონა შრომი.

4. დავით ჩხეიძე - პროფესიით ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. მუშაობდა სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაში, მათ შორის ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამჟამად არის ერთ-ერთი კერძო კომპანიის მენეჯერი.

5. თამარ წამალაიძე - ფსიქოლოგი. აქვს არაფორმალურ ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. არის საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის წევრი ქოუჩი.

6. გია პატარიძე - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. ქიმიკოსი. შპს „ზეკარისწყაროების“ დირექტორი.

7. გიორგი მახარაძე - იურისტი. ადვოკატი. სისხლის სამართლის მაგისტრი. ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვის პროექტის ხელმძღვანელი.

8.ნათია ხელაია - საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი. ბიზნესის განვითარების მიმართულებით განათლება მიღებული აქვს მაასტრიხის უნივერსიტეტში. აქვს ფინანსურ სფეროში 15 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე.

9. გიორგი ბაკაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი. ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის კომერციული დირექტორი.

10. პაატა დარახველიძე - იურისტი. განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, ზაარბრუკენის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე

11. ლილე მაღლაფერიძე - ეკონომიკის მაგისტრი, საბანკო სექტორში 12 წლიანი გამოცდილებით. სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებული მაღალტექნოლოგიური იდეის განვითარების პროექტით.

12. დიმიტრი აბაშიძე - ინჟინერი და ეკონომისტი. აქვს საბანკო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სტარტაპ კომპანიის. „თი-თი-ემ“ ჯგუფის თანადამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი. ეს არის სტარტაპი, რომელმაც შექმნა სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობა.

ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

"ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებო!" - რა მისწერეს მოქალაქეებმა ეკა ბესელიას

"გაბედეს" წევრებმა მამუკა მდინარაძეს მაჟორიტარულ ბიუროსთან 41 ვერცხლი მიუტანეს