ავტორი:

ლევან ვასაძე - გპირდებოდით, რომ  შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე უხეში ძალა იხმარა

ლევან ვასაძე - გპირდებოდით, რომ  შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე უხეში ძალა იხმარა

„ჩვენ გპირდებოდით, რომ გავწევდით პოლიციას, შევიდოდით და შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე იხმარა ძალიან უხეში ძალა,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ვერის ბაღში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებისას განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, გუშინ „ქართული მარშის“ წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს.

„ჩემი აზრით, გუშინ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ უსამარცხვინოესი ფილმის ჩვენება, ამ ჩვენი უღრმესი ტრადიციის შემრყვნელი აქტის ქართველ ერში მშვიდობიანად ჩატარება შეუძლებელია. მთელი მსოფლიო უცქერდა თუ როგორ ერთიანად, მედგრად და მტკიცედ აპროტესტებდა უამრავი ხალხი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმ უმსგავსობას, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ გპირდებოდით, რომ გავწევდით პოლიციას, შევიდოდით და შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე იხმარა ძალიან უხეში ძალა და ჩვენ ფიზიკურად ეს ვერ შევძელით. გამოვიდა სპეცრაზმი, დაგვიშინეს ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს აქეთ,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

"ბუნებრივია, მყავს ჩემი ფავორიტები" - ნანობს თუ არა დათუნა ალადაშვილი რომელიმე კონკურსანტის "საქართველოს ვარსკვლავის" მიღმა დარჩენას

"ამირანთან" პოლიციაა მობილიზებული

" შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი" - პატრიარქი