ავტორი:

„თბილისი ენერჯი“ : სპეციალისტებმა ოქტომბერში დედაქალაქში 7053 სასიკვდილო დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან

„თბილისი ენერჯი“ : სპეციალისტებმა ოქტომბერში დედაქალაქში 7053 სასიკვდილო დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან

მხოლოდ ოქტომბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფრმაციით, ქსელიდან ყველაზე მეტი სახიფათო დანადგარი ჩახსნილია სამგორში, სადაც ოქტომბერში 1661 დარღვევა გამოვლინდა.

„ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად კიდევ უფრი მნიშვნელოვანია საცხოვრებელ ბინებში გაზგაყვანილობისა და გაზდანადგარების შემოწმება. კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმიური შემოწმებების გარდა ინტენსიურად მიმდინარეობს გაზგაყვანილობისა და შიდა ქსელის შემოწმებები. მრავალი გაფრთხილების

მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს, გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს არ აძლევს საშუალებას ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარი ჩახსნან ქსელიდან, რადგან კარს არ უღებენ და სრულად აიგნორებს გაფრთხილებებს. ერთხელ უკვე ჩაჭრილ, სასიკვდილო დანადგარებს კი ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე რაც საფრთხეში ადებს არამოხლოდ საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს , არამედ კორპუსში მცხოვრები მეზობლების ჯანმრთელობასაც.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - კუსტარულად, ქსელზე თვითნებურად დაერთებული ნებისმიერი ტიპის დანადგარის მოხმარება დაუშვებელია. ასევე სასიკვდილოა ღია წვის კამერიანი დანადგარები ( გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები ან გამათბობლები რომლებიც ჟანგბადს იღებენ ოთახიდან).

ნუ გარისკავთ საკუთარი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციები.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასეთია: სამგორი- 1661;ისანი-ვაზისუბანი -1481; გლდანი 947; სანზონა -638; საბურთალო -463; დიღომი- 317; ნუცუბიძე -267; დიდუბე -236; ჩუღურეთი- 226; ნაძალადევი- 223;ვაკე- 214; კრწანისი-202; მთაწმინდა- 158; წყნეთი- 20.

"უკვე არსებობს გზები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ აშშ-ში" - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს - უახლოესი დღეების პროგნოზი

AMBEBI.GE-ზე სიახლეა!  -  ასტროლოგიური პროგნოზები და ყველაფერი ზოდიაქოს ნიშნებზე ვებ-გვერდის  ახალ რუბრიკაში