ავტორი:

კაცს, რომელმაც ანა სუბელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი წაუყენეს

კაცს, რომელმაც ანა სუბელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი წაუყენეს

თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურის ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8-9 ნოემბერს გაიმართა. ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მისი თანამოაზრეები და „ქართული მარშის“ წევრები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ფილმის ჩვენება დღესაც არის დაგეგმილი.

გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

"გეგი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ბიჭს მისი და უყვარდა...“ - ვინ არის გლდანში მოკლული ახალგაზრდა და რა გახდა მკვლელობის მოტივი?