ავტორი:

"რაღაც საშიში არეულობა გვიახლოვდება" - ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს

"რაღაც საშიში არეულობა გვიახლოვდება" - ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს

ბიძინა ივანიშვილი არის მფლობელი ამ ქვეყნის, უფრო სწორად მმართველი ამ ქვეყნის და მას რომ მონდომებოდა, შეეძლო აღეკვეთა ეს. ამიტომ მე შეურაცხყოფილი ვარ,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის რომ პოლიტიკაში მოვიდეს, იგივე ხალხი შეიძულებს 2 დღეში, ვინც აქ დგას. თუმცა, ლევან ვასაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, აქვს მძაფრი განცდა, რომ "რაღაც საშიში არეულობა გვიახლოვდება". მისივე თქმით, ამაში საზოგადოებრივ კრიზისს გულისხმობს, რადგან პოლიტიკა არ შეესაბამება საზოგადოებრივ მოთხოვნებს.

"ბიძინამ რაც უნდა ის ქნას, მაგრამ ეს არის ჩემი აბსოლუტურად გასიგრძეგანებული მორალური პოზიცია, როცა შენ ამორალურს დაუშვებ, ასეთ კატასტროფას, შენ აღარ გაქვს მორალური უფლება. ეს არა მარტო ჩემი პოზიციაა, ჩემი რეკომედაციაც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საფრთხისშემცველია, რადგან ცუდად დამთავრდება. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მე ვახსენე ჩვენი ბოლო შეხვედრა, ამის შემდეგ არ შევხვედრილვარ. ეს იყო დიდ მარხვას, შეხვედრეა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგა,"- განაცხადა ლევან ვასაძემ.

"გადააგდებს" თუ არა "ოცნება" ხალხს კიდევ ერთხელ?

ნათქვამია "ქარის მოტანილი, ისევ ქარს მიაქვს", აქ პირიქითაა, ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს - მაკო გომური

"ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავ, მოგიტ.... როჟას" - გედევან ფოფხაძე პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატს დაუპირისპირდა