ავტორი:

სამ რაან სპა-ცენტრმა 5 წლის იუბილე აღნიშნა - რა სასიხარულო სიახლე გააჟღერა სამ რაან სპამ იუბილეზე

სამ რაან სპა-ცენტრმა 5 წლის იუბილე აღნიშნა - რა სასიხარულო სიახლე გააჟღერა სამ რაან სპამ იუბილეზე

„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა. ყოველწლიურ საერთაშორისო დაჯილდოებაზე Haute Grandeur Global Spa Awards 2019 „სამ რაან სპამ“ გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში:

ევროპის საუკეთესო დღის სპა (Best day spa in Europe)

ქალაქის საუკეთესო სპა საქართველოში (Best city spa in Georgia)

ქვეყნის საუკეთესო სპა-დიზაინი (Best spa design in Georgia)

10 ნოემბერს, „სამ რაან სპა და გამაჯნსაღებელმა ცენტრმა“ 5 წლის იუბილე აღნიშნა და სასიხარულო ინფორმაცია სტუმრებს სწორედ აღნიშნულ წვეულებაზე გაუზიარა.

„სამ რაან სპა-ცენტრი“ 2014 წელს გაიხსნა და 5 წლის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, უმასპინძლა არამარტო ქართველ, არამედ მრავალ უცხოელ სტუმარს და დიდი მოწონება დაიმსახურა.

განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს სპა-ცენტრის გარემო და მაღალი ხარისხის მომსახურება და სწორედ ამიტომ, „სამ რაან სპა-ცენტრს“ მუდმივად სტუმრობენ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

სპა-ცენტრი უნიკალური კომპლექსია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს განსხვავებულ სარელაქსაციო სივრცეებს: ჰიმალაიური მარილის ოთახს, მკვდარი ზღვის მინერალებიან აუზს - ტივტივის ოთახს, კნეიპ თერაპიის ავზებს, თურქულ აბანო ჰამამს, და სხვა. აღნიშნულ პროცედურებს, როგორც სარელაქსაციო, ასევე გამაჯანსაღებელი მოქმედება აქვთ.

ამასთან, სპა-ცენტრში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საცურაო აუზით, თერმული საწოლების ლაუნჯით, სატრენაჟორო დარბაზით, მშრალი და ორთქლის საუნებით.

„სამ რაან სპა-ცენტრი“მომხმარებელს ისეთ განსაკუთრებულ რიტუალებსა და სპა-პროცედურებს სთავაზობს მთელი მსოფლიოდან, როგორებიცაა: აიურვედული ინდური თერაპია, ტაილანდური პროცედურები, აღმოსავლური აბანო, ღვინის თერაპია, გადახვევის აზიური ტექნიკები და სხვა მრავალი.

სპა-პროცედურებისა და სარელაქსაციო სივრცეების გარდა, მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს სილამაზის სალონის მომსახურებით, სოლარიუმის ვიზიტებით და ინექციური და არაინექციური კოსმეტოლოგიური პროცედურებით.

ასევე, „სამ რაან სპა“ ნებისმიერი ესთეტიკური კოსმეტოლოგიური პროცედურის შეძენისას მომხმარებლებს სპა-დღის ვაუჩერით ასაჩუქრებს.

R

ავტორი: მარიამ ციცქიშვილი

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ მომხმარებელს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა

10 რჩევა, როგორ გავხდეთ მილიონერი

როგორ მივიღოთ ყიდვისას სწორი გადაწყვეტილება?