ავტორი:

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, წყალტუბოს განვითრების პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.

„1. კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება. 2. კურორტის ინფრასტრუქტურული განვითარება, წმინდა ინფრასტრუქტურული პროექტები. 3. წყალტუბოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ყოფილ სანატორიუმსა თუ შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება. 4. კურორტის ერთიანი ადმინისტრირება და მართვა. 5. მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება. 6. კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების, ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა - ეს არის ძირითადი 6 პუნქტი, რაზეც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბურ პროცესში“, - განაცხადა თურნავამ.

მან ასევე განმარტა თუ რა მოიაზრება თითოეულ პუნქტში.

„ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ის საკითხი, რომ წყალტუბო უნდა განვითარდეს არა როგორც ცალკეული ქაოტური ინიციტიატივებით, არამედ როგორც ერთიანი გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს ეცოდინება დანამდვილებით რა ვადებში და რა სახით ვითარდება ეს კურორტი. თვითონ წყალტუბო თვიდანვე იყო დაგეგმილი როგორც სპა კურორტი და პირველი გეგმა მისი 100 წლის წინ დაიწერა. საბოლოო ჯამში, ერთიანი სტრატეგია დღემდე არ გვქონდა. ჩვენი პრიორიტეტი იქნება ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული პირობების შეთავაზება, 477 ოჯახი რჩება ყოფილ სანატორიუმში განთავსებული, რთულ საცხოვრებელ პირობებში უწევთ მათ ყოფნა“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია. მინისტრის განმარტებით, 2019 წლის შეფასებით, 15 სასტუმროს ფასი 47.5 მლნ ლარია, თუმცა რა ღირებულებით გაიყიდება ეს ქონება, ღია აუქციონზე განისაზღვრება.

"ჩვენ ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შევთავაზებთ.საბაზრო ფასს როდესაც ვსაზღვრავთ, ვეყრდნობით 2019 წლის შეფასებას, თუმცა რეალურად საბაზრო ფასი დგინდება ღია აუქციონის პირობებში. მთლიანი კომპლექსის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 სასტუმროს საბაზრო ფასი ოფიციალური შეფასებით, 47.5 მილიონი ლარია," - აღნიშნა თურნავამ.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა წყალტუბოში მდებარე ქონება 1 ლარად გასხვისდეს, მინისტრი შემდეგნაირად პასუხობს: "ეს შეუძლებელია. ვხედავთ ისეთ ინტერესს, რომ ეს ქონება საბაზრო ფასად გასხვისდება."

თურნავას თქმით, წყალტუბოს პროექტი უნდა განვიხილოთ, როგორც სინერგია და არა როგორც კონკურენცია.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22-ვე სასტუმროს შეძენას გეგმავს. საუბარია, როგორც წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებაზე, ისე კერძო მფლობელობაში არსებულ სასტუმროებზეც. წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროდან, უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე 15 სასტუმროა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილი მათ ბალანსზე არსებულ შემდეგ 15 სანატორიუმს შეისყიდის: "სამგურალი; "მეგობრობა"; "გეოლოგი"; "იმერეთი"; "გელათი"; "თბილისი"; "რკინიგზელი"; "აია"; "ფილიალი"; "უშიშროება"; "წყალტუბო"; "მედეა"; "სავანე"; "წყალტუბო", "სინათლე".

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე

18- წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალ იწყება - დეტალური ინფორმაცია

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?