ავტორი:

"ოჯახთან შეთანხმებით დავთანხმდი როლს" - რას ყვება გახმაურებულ ფილმზე ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი ლევან გელბახიანი

"ოჯახთან შეთანხმებით დავთანხმდი როლს" - რას ყვება გახმაურებულ ფილმზე ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი ლევან გელბახიანი

ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა 2019 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა.

ფილმის გადაღება ორ თვეს მიმდინარეობდა და 2018 წლის 29 ნოემბერს დასრულდა. "და ჩვენ ვიცეკვეთ" შვედეთის და საქართველოს საერთო ნამუშევარია, გადაღებები საქართველოში (თბილისი) მიმდინარეობდა და მსახიობებიც ქართველები არიან. მისი პრემიერა თბილისში რამდენიმე დღის წინ შედგა და დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია.

ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის „სექსუალურ გამოღვიძებაზე“ გვიამბობს. მთავარი გმირი - მერაბი, კონსერვატიულ სოციუმში ცხოვრობს, ქართული ცეკვის ანსამბლში ცეკვავს, მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა ანსამბლში ახალი წევრი, სიმპათიური და ქარიზმატული ირაკლი ჩნდება.

8 ნოემბერს, მაშინ როცა თბილისში ფილმის ქართულ პრემიერას აპროტესტებდნენ, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

ეს გელბახიანისთვის პირველი წარმატება არ არის - მაისში, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი ასევე კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელა.

უცხოური პრესა ლევანზე, როგორც მომავალ კინოვარსკვლავზე, წერდა. ახალბედა ქართველი მსახიობის ფოტო ჟურნალ Screen-ის გარეკანზეც მოხვდა.

ლევან გელბახიანთან ინტერვიუ ჟურნალმა OK!-მ ჩაწერა და გთავაზობთ ამონარიდებს:.

"ბავშვობაში დავდიოდი თეატრალურ სტუდიებში, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილისა და სოხუმის თეატრების სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. მოგვიანებით, გამოცდები ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში, სადაც თეატრალურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი.

მსახიობობის გარდა, ვარ მოცეკვავე, ფიზიკური თეატრისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის განხრით.

- როგორ მიიღეთ როლზე შეთავაზება? რამ მოგხიბლათ პერსონაჟში, სცენარში?

- ლევან აკინმა ნახა ჩემი ინსტაგრამ-გვერდი და ამის შემდეგ დამიკავშირდა ქასთინგ-მენეჯერი. თუმცა, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან დამოუკიდებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია.

შესაბამისად, ოჯახთან შეთანხმების შედეგად დავთანხმდი როლს. სცენარი თავისთავად მომეწონა, სრულად მივენდე ლევანს და მის ხედვას, რის შედეგადაც, მიმაჩნია, რომ შთამბეჭდავი პროდუქტი შევქმენით.

დასაწყისში ქასთინგ-მენეჯერს რამდენჯერმე უარი ვუთხარი, თუმცა რეჟისორთან შეხვედრის შემდეგ გავიაზრე, რომ ეს იქნებოდა ფილმი, რომლის საშუალებითაც ჩემს სათქმელს აუცილებლად მივიტანდი ქართულ საზოგადოებამდე.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ რეჟისორთან პირველი შეხვედრა და სცენარის განხილვის პროცესი? როგორ იქმნებოდნენ ეს პერსონაჟები?

- ფილმზე ვმუშაობდით წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ყოველდღე პერსონაჟებს ახალი სახასიათო ელემენტით ვამდიდრებდით. უშუალოდ ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო და ბევრი რამ ვისწავლე. ეს ჩემთვის პირველი ფილმი გახლდათ და ლევან აკინის მიდგომა საკმაოდ შთამაგონებელი გახდა.

- როგორ დაახასიათებთ საკუთარ პერსონაჟს? რა სახის ტრანსფორმაციას განიცდის იგი ფილმის დასაწყისიდან დასასრულამდე?

- ჩემი პერსონაჟი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც მიზანი აქვს, გახდეს კარგი მოცეკვავე და გადავიდეს მთავარ ანსამბლში. ეს არის მერაბის გზა თავისუფლებისკენ და მისი ბრძოლა სიყვარულისთვის, მკაცრ კონსერვატიულ საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის. მერაბი საკმაოდ რთულ გზას გადის, სანამ ფილმის ფინალამდე მივა მაყურებელი წაიკითხეთ ვრცლად OK!-ზე

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები