ავტორი:

60 წლის მასწავლებელი 14 წლის გოგონას სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს - "მე-9 კლასელი ბავშვია, ოჯახის ახლობელია..."

60 წლის მასწავლებელი 14 წლის გოგონას სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს - "მე-9 კლასელი ბავშვია, ოჯახის ახლობელია..."

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მასწავლებელი გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს. სკოლის დირექტორის თქმით, მომხდარის მოწმეები არასრულწლოვნის თანაკლასელები არიან.

„ბავშვმა მასწავლებელი დაადანაშაულა ხელით შეხებაში სხეულის ზედა ნაწილებზე. მომიტანა განცხადება. რა თქმა უნდა, საქმეს მივეცით კვალიფიკაცია, როგორც კანონი ითვალისწინებს. ეს არის დასჯადი ქმედება. შევატყობინე შესაბამის ორგანოებს, სოციალურ მუშაკს და მიმდინარეობს ძიება.

მე-9 კლასელი ბავშვია, ოჯახის ახლობელია, შესაძლებელია, სულაც არ იყო ეს ქმედება რაღაც ასეთი, რაც დაიწერა, მაგრამ რადგან ბავშვმა განცხადება დაწერა, მე ვალდებული ვიყავი, კანონით გათვალისწინებული ზომები მიმეღო. თანაკლასელები არიან ამ საქმის მოწმეები და რა თქმა უნდა, ბავშვებიც დაიკითხნენ“, - განაცხადა არასრულწლოვნის პედაგოგმა.

დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით კი, დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ბავშვის ჩვენებაში „ძალიან ბევრი ტყუილი წერია“.

„არანაირი არც ძალადობა ყოფილა და არც არაფერი, უბრალოდ, ლოყაზე მოჩქმეტა და მხარზე ხელის შეხება მე მგონი, არ არის დანაშაული. აიძულებდნენ მას, რომ სამსახურიდან წამოსულიყო, რამდენჯერმე დაურეკეს, დაწერე განცხადება და წადი სამსახურიდანო. აღარ უნდოდა უბრალოდ, ზედმეტად გახმაურება, ისედაც უწევდა სამსახურიდან წამოსვლა და აღარ დაიწყო ამაზე ბრძოლა“, - განაცხადა მამაკაცის ოჯახის წევრმა ტელეკომპანია „მთავართან“ საუბარში.

ასევე, არსებული ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცსა და 14 წლის გოგონას შორის გარკვეული ნათესაური კავშირიც არსებობს.

არსებული ინფორმაციით, მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონას სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც 8 ნოემბერს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო პროცესზე ბექა კვიციანმა გინება დაიწყო - ის დარბაზიდან გაიყვანეს, პროცესი კი დაიხურა

"ბექას არაფერი ახსოვს... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულ ძმიშვილზე ემზარ და ნორა კვიციანები