ავტორი:

"რომელი ქვეყნის საკონსულოსთან დამინახა? - ჩემს ქვეყანაში მაქვს სიმართლე დასამტკიცებელი" - თამთა თოდაძე  მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

"რომელი ქვეყნის საკონსულოსთან დამინახა? - ჩემს ქვეყანაში მაქვს სიმართლე დასამტკიცებელი" - თამთა თოდაძე  მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე აბსურდულს უწოდებს მასზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულის, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თოდაძე დედასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას და პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას აპირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თამთა თოდაძე აცხადებს, მას მარიამ კუბლაშვილთან კითხვები აქვს და აინტერესებს, რის საფუძველზე ავრცელებს ადვოკატი აღნიშნულ ინფორმაციას.

ამასთან, თოდაძე აღნიშნავს, რომ ის ქვეყნის დატოვებას არ გეგმავს და საკუთარი სიმართლე აქვს დასამტკიცებელი.

„რის საფუძველზე ან რა ფაქტებით საუბრობს მარიამ კუბლაშვილი? რომელი ქვეყნის საკონსულოსთან დამინახა ან რომელმა ქვეყანამ გააკეთა განცხადება, რომ თამთა თოდაძემ მიმართა თხოვნით პოლიტიკური თავშესაფარი მომეცითო? იურისტი ადამიანია და სწორედ იურისტი არ უნდა საუბრობდეს ფაქტების გარეშე. საიდან იგონებს ამ ინფორმაციას? ან რატომ აქვს ტყუილი ინფორმაცია?

ეს სრული აბსურდია, სიმართლეს არ შეესაბამება. გულწრფელად რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია ჩემი ქვეყნის დატოვებაზე, მითუმეტეს, არც ახლა, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი და აუცილებლად ვაპირებ, ჩემ ქვეყანაში გავაგრძელო ცხოვრება.

მარიამ კუბლაშვილმა აღარ იცის, რა ბრალი წამიყენოს და რაზე ისაუბროს. შეიძლება ითქვას, რომ თავის საქმეზე მტკიცებულებები საერთოდ არ აქვს და რას გამოეკიდოს აღარ იცის. ახლა საზოგადოებაზე მუშაობს, რომ განწყობა შექმნას, თითქოს, მე მივდივარ. სად დამინახა, რომ მივდივარ? პირადად მაქვს მარიამ კუბლაშვილთან შეკითხვა, საიდან მოიტანა, რომ ქვეყნიდან მივდივარ? საიდან მოიტანა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მინდა? სრული აბსურდია!“, - განაცხადა თოდაძემ.

ცნობისთვის, საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, დაზარალებული თამთა თოდაძე დედასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას აპირებს, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, თითქოს მას დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას.

ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვერსია ვრცელდება

ვინ არიან ატენის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილი

საპატრულო პოლიციის უფროსი - ექსცესებს არ ველოდებით, თუ ვინმე დარღვევს კანონს, მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ