ავტორი:

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

თბილისში სამარშრუტო ტაქსები შენარჩუნდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, არის ქუჩები, რომლებზეც გაბარიტებიდან გამომდინარე ავტობუსები ვერ იმოძრავებენ და ამიტომაც დედაქალაქში არსებობს საჭიროება, რომ მიკროავტობუსების მოძრაობა არ გაუქმდეს.

„მიკროავტობუსების კომპანია ძალიან კარგად გვეთანამშრომლება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მიკროავტობუსების გამოცვლასთან დაკავშირებითაც. ერთობლივად აუცილებლად გამოვცვლით ამ მიკროავტობუსებს, რადგან ისინი, როგორც „ბოგდანის“ ავტობუსები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათ არ უნდა იარონ ქალაქში. უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას, რა რაოდენობა რა დროს ჩანაცვლდება. „სისტრამ“ უნდა გვითხრას მიკროავტობუსების რა რაოდენობა გვჭირდება. ვითვლით რა ზომის მიკროავტობუსები უნდა შემოვიდეს, რომელიც 16 ადამიანს იტევს თუ 19 ადამიანს. ცალსახაა, რომ გვჭირდება მიკროავტობუსები, რადგან გვაქვს ქუჩები, სადაც ვერ ივლიან 8-მეტრიანი ავტობუსებიც კი“, - განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, აქამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ თბილისში სამარშრუტო ტაქსები, შესაძლოა, გაუქმებულიყო.

მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური პროექტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს.

“ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ კაპიტალურ ინვესტიციას ვახორციელებთ და მომავალ წელსაც განვახორციელებთ. სახელმწიფო ასუბსიდირებს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსებს 70-დან 90 მილიონ ლარამდე ყოველწლიურად. ყველა შეღავათი მომავალშიც შენარჩუნდება და საზოგადოებრივი ტრასპორტის საფასურის გაზრდა დღის წესრიგში არ დგას მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდ კაპიტალურ დანახარჯებს მოითხოვს, მაგრამ ეს სახელმწიფოს გასაკეთებელია“, - განაცხადა ბითაძემ.

როგორც ბითაძე განმარტავს, გადახდის ერთიან სისტემის ამოქმედების შემდეგ მგზავრობის საფასური იმის მიხედვით დაანგარიშდება, რა კომბინაციას აირჩევს მგზავრი. მისივე თქმით, მგზავრობისას საათნახევრიანი საშეღავათო პირობები ისევ შენარჩუნდება.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

"სვანეთი დენის გადასახადს არ იხდის და ადამიანების ნაწილმა იქ ბიტკოინების წარმოება დაიწყო"

"თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი - გამოსავალი ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდაა

ქალების ხელფასი ბიზნეს სექტორში, კაცების ხელფასზე 577 ლარით ნაკლებია - დასაქმებისა და ანაზღაურების უახლესი სტატისტიკა