ავტორი:

თუ ავტომობილის ყიდვა გადაწყვიტე — www.cardeal.ge!

თუ ავტომობილის ყიდვა გადაწყვიტე — www.cardeal.ge!

საქართველოში ყოველწლიურად 150,000 ავტომობილი ჩამოდის.

მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ ავტომობილის შერჩევა, ტრანსპორტირება, დაფინანსება თუ სხვა საჭირო სერვისების მიღება მომხმარებელს სხვადასხვა წყაროებიდან უწევს, რაც ყიდვის პროცესს საკმაოდ ართულებს, და ხშირ შემთხვევაში, აძვირებს კიდეც.

www.cardeal.ge აერთიანებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სერვისს და მომხმარებელს სთავაზობს ქარდილერის - პირადი კონსულტანტის მომსახურებას, რომელიც მანქანის ჩამოყვანის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს.

საიტზე ავტომობილების ყველაზე დიდი არჩევანია და სწორედ, ეს ანიჭებს ქარდილერს უპირატესობას, სხვა მომწოდებლებთან შედარებით. მისი წინაპირობაც არის ამერიკისა და ევროპის დახურულ ბაზებზე ექსკლუზიური წვდომა.

მრავალფეროვანი ინვენტარი კი მომხარებელს აძლევს საშუალებას, არ შეიზღუდოს არჩევანში და ჩამოიყვანოს მისთვის იდეალური ავტომობილი დროის, ენერგიის და ბიუჯეტის მაქსიმალური დაზოგვით.

რაც შეეხება ფასებს, საიტზე ყველა ხარჯი გამჭვირვალეა და მომხმარებელს შეუძლია თვითონვე ნახოს შერჩეული ავტომობილიდან გამომდინარე მსგავსი მოდელების გაყიდვის სტატისტიკა.

ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის, სავარაუდოდ, რა დაჯდება ესა თუ ის ავტომობილი აუქციონზე და რამდენად იაფი იქნება საქართველოში არსებულ ფასებთან შედარებით. ამაზე დაყრდნობით, საიტზე არსებულ ყველა ავტომობილზე გამოტანილია მსგავსი მოდელების გაყიდვების სტატისტიკა.

ასევე, თითოეული ავტომობილის შიდა გვერდზე მომხმარებელს საშუალება აქვს წინასწარ განსაზღვროს სრული ხარჯი: აშშ-ს აუქციონის საკომისიო, ტრანსპორტირება და განბაჟება.

ყველა ეს სერვისი ვრცელდება საიტზე არსებულ 150,000 ინვენტარზე, რომელიც ოფიციალურად მოწოდებულია საერთაშორისო სადილეროებისა და ადგილობრივი ბაზრიდან.

მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს წამყვან სალიზინგო კომპანიებთან ერთად შეიქმნა დაფინანსების სერვისი, რომლის დამტკიცება საიტიდანვე, აუქციონის დაწყებამდე არის შესაძლებელი.

ამ სერვისების ინტეგრირებით ერთ საიტზე, Cardeal-ი ცვლის ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის, იმპორტის მოძველებულ და არაეფექტურ მიდგომას. მომხმარებელი საიტის გაშვების დღიდანვე, კონსულტანტთან მინიმალური კომუნიკაციით, დამოუკიდებლად მონაწილეობს აუქციონში, ყიდულობს და ჩამოყავს ავტომობილები, რაც საიტისადმი დიდი ნდობის მაჩვენებელია.

www.cardeal.ge მუდმივად ვითარდება, ახლდება: უმჯობესდება ფუქციონალი და ამ ინდუსტრიაში ჩართული წამყვანი კომპანიებისათვის ერთიან სამუშაო სივრცედ ყალიბდება.

R

Konica Minolta-სპირველი ოფისი 2019 წლის 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

„ნოკია 7.2-ის“ მინიმალისტური კონცეფცია

„მაგნოლია 2019“-ზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდება