ავტორი:

ნათქვამია "ქარის მოტანილი, ისევ ქარს მიაქვს", აქ პირიქითაა, ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს - მაკო გომური

ნათქვამია "ქარის მოტანილი, ისევ ქარს მიაქვს", აქ პირიქითაა, ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს - მაკო გომური

20 ივნისის აქციის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის განცხადებით, ხელისუფლების ქმედება ეჭვის ქვეშ დგას, შეასრულებს თუ არა საზოგადოების მოთხოვნას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

როგორც მაკო გომურმა პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს დანაპირებს და ამის თაობაზე "სირცხვილია" აქციების გამართვას დაიწყებს, ამ პროტესტს შეუერთდება.

„სამი მოთხოვნიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო ერთადერთი, რასაც დათანხმდა სახელმწიფო. რეალურად, ეს იყო ხალხის მოთხოვნა, რომელზეც თქვეს, რომ შეასრულდებდნენ. ახლა კი ეჭვის ქვეშ არის შეასრულებენ თუ არა ამ ყველაფერს. როგორც არის ნათქვამი, "ქარის მოტანილი, ისევ ქარს მიაქვს", აქ პირიქითაა, ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს. ცდილობენ ერთი დაპირებით ხალხი გააჩუმონ და შემდეგ ამ დაპირებასაც არ ასრულებენ", - განაცხადა მაკო გომურმა.

ამ წუთებში "სირცხვილია" პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მიმართავენ ხელისუფლებას შეასრულოს დანაპირები, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

LIVE "ნიუსრუმიდან" - ხატია დეკანოიძე; ზვიად ძიძიგური

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსი დააკავეს