ავტორი:

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია. შორენა ყასუმაშვილი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

ავარიის შედეგად დაიღუპა მისი მეუღლეც - ზურა საური.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

წყვილის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ წერს ოჯახის ახლობელი ნინო გოგნიაშვილი: "ჯოჯოხეთური ღამე... თქვენ გადაინაცვლეთ იმქვეყნიურში - შორენა ზურა... უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი... რამდენი ოცნება დაგრჩა აუხდენელი უთბილესო გოგო... არ მინდა რომ დავიჯერო, ცრემლები მახრჩობს".

თბილისში, დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა ასევე სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული - დადიანის გამზირზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა