ავტორი:

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - "ყველა მშვიდობიან ხერხს გამოვიყენებთ, რომ დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები"

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - "ყველა მშვიდობიან ხერხს გამოვიყენებთ, რომ დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები"

მოძრაობა „სირცხვილიას“ და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს და მჯდომარე აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია გზის გათავისუფლებას ცდილობს.

პარლამენტის წინ ამ დროისთვის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა.

ადგილზე მივიდა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს უწევს წინააღმდეგობას, რათა ახალგაზრდება გამოხატონ პროტესტი.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის ხერხია.

„ყველა მშვიდობიან ხერხს გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები", - აღნიშნა დიღმელაშვილმა.

"ჯარს გამოიყვანენ?! ბოლომდე შევასკდებით" - ელენე ხოშტარიას თქმით,"ქართულ ოცნებას" დისკომფორტს მაქსიმალურად შეუქმნიან

ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - აქციის მონაწილეები  დეპუტატ ლერი ხაბელოვს დაუპირისპირდნენ

გიორგი გახარიას კომენტარი უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ