ავტორი:

დახურული შეხვედრა თალაკვაძის კაბინეტში - პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრები შეკრიბა

დახურული შეხვედრა თალაკვაძის კაბინეტში - პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრები შეკრიბა

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. არჩილ თალაკვაძის კაბინეტში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს ხვდება. დღესვე შესაძლოა პარლამენტის ბიუროს სხდომაც დაინიშნოს.

შენობის გარეთ კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა „სირცხვილიას“ და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს და მჯდომარე აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია გზის გათავისუფლებას ცდილობს.

რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, კენჭისყრაზე ჩააგდეს.

გიორგი გახარიას კომენტარი უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ

"მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას... დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი" - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ეს ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს" - თალაკვაძის თქმით, არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა საარჩევნო მოდელები