ავტორი:

"კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ" - გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

"კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ" - გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

"კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სადაც დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ქართული ოცნების 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" - წერს კვირიკაშვილი.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

"საოკუპაციო ხაზთან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება" - სუს-ი

"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების" - მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა

დაპირისპირება ცოცხისა და ბეიჯის მოღერების თანხლებით -  რა მოხდა საკრებულოს სხდომაზე