ავტორი:

ახალგაზრდობა, სილამაზე და დადებითი განწყობა - როგორ მოქმედებს ჩინური ჩაი „პუ ერი“ ადამიანის ორგანიზმზე

ახალგაზრდობა, სილამაზე და დადებითი განწყობა - როგორ მოქმედებს ჩინური ჩაი „პუ ერი“ ადამიანის ორგანიზმზე

„მუდმივი ახალგაზრდობის და სილამაზის სასმელი“ - სწორედ ასე უწოდებენ ჩინეთში ჩაი „პუ ერს“, რომლის ისტორია 2000 წლის წინ დაიწყო. წლების შემდეგ კი „პუ ერი“ სამშობლოს საზღვრებს გასცდა და დღეს მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში როგორ „სილამაზის და „ხანგრძლივი სიცოცხლის ელექსირს“ ბევრი ადამიანი მიირთმევს. მათ შორის, ისეთი სელებრითები, როგორებიც არიან ჯოს სტოუნი და ვიქტორია ბექჰემი. ისინი როგორც წონის კორექციის, ისე დაბერების საწინააღმდეგოდ რეგულარულად სვამენ „პუ ერის“.

„პუ ერი“ ჩაის უძველესი სახეობაა. ის პირველად 2000 წლის წინ აღმოაჩინეს. მისი ისტორია ჩინეთის, იუნანის პროვინციიდან იწყება. ჩაის სახელწოდება ქალაქ პუერს უკავშირდება, რომელშიც აღნიშნული ჩაის დამზადების დიდი ხნის ტრადიცია არსებობს.

„პუ ერის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია - დაძველება. ის რაც უფრო ძველია, მით უფრო სასარგებლოა. „პუ ერს“ ზოგჯერ ღვინოსაც ადარებენ, რადგან წლები მას მხოლოდ უფრო უკეთესს ხდის და დაძველება ამდიდრებს სასარგებლო თვისებებით.

„პუ ერის“ ჩაი მდიდარი არომატით ხასიათდება. მას უძველესი ხის ფოთლებისგან ამზადებენ, რომლებიც 500-1000 წლისაც შეიძლება იყოს. ხის ნედლი და მწიფე ფოთლები სხვადასხვაგვარად მუშავდება და საბოლოოდ „პუერის“ ჩაის ორ სახეს იღებენ. თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი დამზადების სპეციალური ტექნიკა მათ განსხვავებულ გემოს, არომატსა და შესახედაობას განაპირობებს.

რაც შეეხება მომზადებას, ესეც განსხვავებულია. ჩინეთში „პუ ერის“ ჩაის მომზადების ცერემონიის უძველესი რიტუალი არსებობს. რიტუალი მოქმედებების ზუსტ, თანმიმდევრულ შესრულებას ითვალისწინებს და დიდ დროსაც მოითხოვს. თავდაპირველად ჩაის ოსტატები სპეციალურ პატარა ჩაიდანში გამხმარ ფოთლებს ადუღებულ წყალში რამდენიმე წამით აჩერებენ, შემდეგ ჭიქებში ასხამენ და ღვრიან, რათა თავიდან აირიდონ არასასურველი გემო. პროცესს რაც უფრო მეტჯერ იმეორებენ ჩაი მით უფრო ღია ფერსა და რბილ არომატს იძენს.

გარდა არომატისა, „პუ ერის“ ჩაი განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით ხასიათდება. მისი ყოველდღიური მოხმარება დადებითად მოქმედებს სხეულის კორექციაზე. ამ თვისების გამო „პუ ერი“ მალევე გახდა ცნობილი და ბევრი ადამიანი, როგორც ბუნებრივ საშუალებას აქტიურად იყენებს. გარდა წონის კორექციისა, „პუ ერი“ ხელს უშლის დაბერებას და იცავს კანს მზით გამოწვეული ნაოჭებისგან.

ამასთან, ამ ჩაის აქვს ისეთი სასარგებლო თვისებები, რაც დადებით გავლენას ახდენს განწყობაზე. მისი მიღების შემდეგ იზრდება ენდორფინების დონე, ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კარგ განწყობაზე. ამიტომ, ეს ჩაი რეკომენდებულია მათთვის, ვინც ხშირად განიცდის დეპრესიას ან მარტოობას.

მსოფლიოში „პუ ერის“ არსებობს ორი სახის - შენ პუ ერი და შუ პუ ერი.„პუ ერი“ შეიძლება იყოს დაპრესილი ან ფოთლოვანი. ყველაზე ხშირად გვხვდება დაპრესილი სახით, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ამასთან, მუქი ყავისფერი ფოთლიდან ვითარდება ძლიერი, პიკანტური არომატი და მიწის გემო. ნაყენს გააჩნია მუქი წითელი ფერი.

აღსანიშნავია, რომ „პუ ერის“ ჩაის საქართველოშიც შეხვდებით. ის „ჩაიმანიას“ ქსელში უკვე წლებია იყიდება.

Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა

„მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო“ - Traveller-ის ჟურნალისტი ბათუმზე

„თეთრი და შავი პური“, რომელს აქვს სასარგებლო თვისებები და რომელი უნდა გამოვიყენოთ დიეტების, ანუ სწორი კვების დროს