ავტორი:

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

"ყველას თავის გაჭირვება აქვს, ჰოდა... მეც ჩემი წილი აქციის მოწყობას ვაპირებ სახელწოდებით #ნუგადაკეტავთრუსთაველს. რა მოხდებოდა, თემქაზე ყოფილიყო პარლამენტი და გასაპროტესტებელი არეა", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში მომღერალმა თიკა ჯამბურიამ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რუსთაველის გამზირი კარვებით გადაკეტა და გრძელვადიანი აქციები დაანონსა.

თიკა ჯამბურიას სტატუსს პროდიუსერი დავით იმედაშვილი გამოეხმაურა. მან პირად გვერდზე გამოაქვეყნა თიკას ერთ-ერთი კომენტარის "სქრინი", სადაც თიკა წერდა: "სხვაგან გააპროტესტეთ სხვაგან, დავიღალე ყოველდღე გადაკეტილი გზებით..." - და დაწერა: "რატომ აწუხებთ ხალხს ? თუ რამე არ მოგწონთ სახლში გააპროტესტეთ…"

თიკასა და დათოს შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება, ამიტომ მომღერალს პროდიუსერის სტატუსი შეუმჩნეველი არ დარჩენია და სოციალურ ქსელში უპასუხა:

"აუ, დათო, როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები... თან ამ ბოლო დროს კარგად მაქვს დაცდილი ხალხის გამოაშკარავება...

ვგიჟდები, ისე მიყვარს ეს ქოც-ნაცშეტაკებები. ანუ ყველა კომენტარში რომ გისაფრდებიან და ატრიალებენ მერე როგორც უნდათ... ჰო, დავიღალე აქციებით დავიღალე! ჩამოყვანილ ხალხს რომ აჩეჩებთ ღამე რუსთაველს და ყიჟინას აწყობთ. შეცვალეთ ტაქტიკა და პროტესტის სახე, ცივილიზებულად გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გინდათ. ან დაუდექით თქვენც ხალხს და ათენეთ ღამეები ამ კარავში. მარტო სტატუსების წერა და ხალხის დაცინვა რომ შეგიძლია, ეგ არის პატარა კაცობის დიდი საბუთი", - წერს თიკა.

მომღერალსა და პროდიუსერს შორის დაპირისპირება წინასაპრეზიდენტო არჩევნების დროსაც მოხდა. მაშინ თიკა ჯამბურიამ იმედაშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დააწერა: ,,ასეთი კაცუნიების ნიადაგზე ხანდახან მართლა მინდება, რომ კაცი ვიყო და მაგრად ვჩხუბობდე".

"ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - ვახო ჭუმბურიძის გულახდილი აღიარება თამაშდამოკიდებულების შესახებ

"ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე

"დღეებს ვითვლით" - ბერა ივანიშვილი შვილის მოლოდინში და ახალი ფოტო "ინსტაგრამიდან"