ავტორი:

"ქართული ოცნების" ოფისთან სიტუაცია დაიძაბა - დაშავებულია ორი ადამიანი

"ქართული ოცნების" ოფისთან სიტუაცია დაიძაბა - დაშავებულია ორი ადამიანი

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო. მათ შორის არის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია. შეხლა-შემოხლა ამ დრომდე გრძელდება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.

„ტერიტორიიდან გავყავართ. არაუშავს, ერთხელ გაგვიყვანეს და კიდევ შევედით. ასე შევუქმნით ჯოჯოხეთს ბიძინა ივანიშვილს", - განუცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს.

"ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის შესასვლელების პიკეტირება სურთ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა.

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქციაზე ერთ-ერთ ოპერატორს ხელი მოტყდა.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ბოქლომი უკან დაუბრუნა

უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება - პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ

პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა