ავტორი:

ბიძინა  ივანიშვილის ქონება გაიზარდა - რამდენი მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

ბიძინა  ივანიშვილის ქონება გაიზარდა - რამდენი მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

Bloomberg-ის მილიარდერების მუდმივად განახლებადი ინდექსის მიხედვით, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული კვლავ დაიბრუნა.

ის ამ სიის სათავეში ბოლოს ორი წლის წინ იმყოფებოდა.

ბილ გეითსმა უკან ჩამოიტოვა ბოლო წლების ლიდერი Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი. გეითსის ქონება ბოლო მონაცემებით, 110 მილიარდი დოლარით შეფასდა, მაშინ როცა ბეზოსის ქონებამ 109 მილიარდი შეადგინა. ლიდერთა სამეულს ავსებს ფრანგული კორპორაცია LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო, რომლის ქონება 103 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია წარმოდგენილი. Bloomberg-ის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში 70 მილიონი დოლარით გაიზარდა.

რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 16 ნოემბრის მდგომარეობით 352-ე პოზიციაზე იმყოფება. ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.42 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 15 ოქტომბრის მდგომარეობით მისი ქონება 5.35 მლრდ დოლარი იყო.

5.42 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.39 მილიონი უნცია ოქრო და 102 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0301%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 86%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.37%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. იხილეთ ვრცლად

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

"ბარსელონას" ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ - "პაციენტებისთვის ის ყოველთვის თავდადებული იყო"

ჰაერის ტემპერატურა თბილისში 3 გრადუსამდე დაეცემა - 25 ნოემბრამდე საქართველოში ცივი ამინდია მოსალოდნელი