ავტორი:

სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა პარლამენტთან - კადრები ადგილიდან

სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა პარლამენტთან - კადრები ადგილიდან

სამართალდამცველები მობილიზებულები არიან როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ეზოშიც. სამართალდამცავთა დიდი რაოდენობის მობილიზება დღევანდელ აქციას უკავშირდება რომელიც სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" და ოპოზიციის ორგანიზებით 15:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის ეზოში სამართალდამცავების გარდა, მობილიზებულია გადაუდებელ დახმარებათა დეპარტამენტის სახანძრო სამაშველო ჯგუფი. თავდაპირველად, უსაფრთხოების მიზნით პარლამენის შიდა ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლებს შესვლა ეზღუდებოდათ, თუმცა მოგვიანებით შესვლა შეძლეს.

პარლამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე წუთში შიდა ტერიტორიას დაატოვებინებენ.

ტემპერატურა დაიკლებს და გაწვიმდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ბიძინას მონებო, ვირთხებო" - აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ

ღამენათევი აქციის მონაწილეები, კარვები და ქვიშის ტომრების ბარიკადები - ფოტოები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან