ავტორი:

პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია - აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვები გაშალეს

პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია - აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვები გაშალეს

პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. ამ დროისთვის ყველა შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ადევს. ინფორმაცია ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ევროპულ საქართველოში დაუდასტურეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა შენობის შესასვლელ ჭიშკრებს ბოქლომები ცოტა ხნის წინ დაადეს და როგორც განაცხადეს, გასაღები ხალხს გადაეცემა იმის ნიშნად, რომ შენობა ხალხის მიერ დაილუქა.

აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებულ შესასვლელებთან კარვებს შლიან. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, იქნება 5 კარავი.

„24 საათის განმავლობაში კარვები იქნება გაშლილი. „ქართული ოცნების“ წევრები ვერ შევლენ პარლმენტში“, - აღნიშნა უგულავამ.

პარალელურად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია და სიტყვით გამოსვლები გრძელდება.

ტემპერატურა დაიკლებს და გაწვიმდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ბიძინას მონებო, ვირთხებო" - აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ

ღამენათევი აქციის მონაწილეები, კარვები და ქვიშის ტომრების ბარიკადები - ფოტოები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან