ავტორი:

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

უნიკალური გამოცემის "ბიბლია განმარტებებით" მესამე ტომი უკვე გამოვიდა და მისი შეძენა მკითხველს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად შეუძლია.

„ბიბლია განმარტებებით“ არაერთ ქვეყანაშია გამოცემული, თუმცა საქართველოში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. განმარტებების ტექსტებზე მუშაობენ თეოლოგები, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრის წარმომადგენლები, ფილოლოგები, სასულიერო პირები.

განმარტებები, რომლებიც მთლიანად ეყრდნობა წმინდა მამათა კომენტარებს, მკითხველს წმინდა წერილის სწორად გააზრებაში ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად - 15,00 ლარი. შეძენა შესაძლებელია პრესის გავრცელების წერტილებსა და წიგნის მაღაზიებში.

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა

გზა ლიდერობისკენ - სასტუმრო "მოქსიში" #GIRLBOSS სპიკერები საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ

მონეტებით მოყოლილი საქართველოს ისტორია - განძი, რომელიც უკვე ხელშესახებია