ავტორი:

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა დააკავეს. გიორგი რურუას დაკავების შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.

"ჩვენი დამფუძნებელი გიორგი რურუა ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დანაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!

უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!" - წერს გვარამია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას დაკავებას ადასტურებს. როგორც უწყებაში განაცხადეს, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა - რა განცხადებას ავრცელებს საია

გიგი უგულავას 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა - მან პასპორტი და პირადობის მოწმობა საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს

პარლამენტთან აქციაზე 16 პირია დაკავებული