ავტორი:

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

“პიკეტირება გაგრძელდება, ჩვენ ვართ ბრძოლის ბოლო ფაზაში და დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, თუ როდის რას და სად გავაკეთებთ, რადგან აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რისი პირობაც დავდეთ”, - ამის შესახებ “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე თავიანთი გეგმების შესახებ ისაუბრებენ.

„ერთი რამ ცხადია, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიწვია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ამ გამოწვევას. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც იქნება საჭირო და შეგატყობინებთ ჩვენი გეგმების შესახებ. ძალიან მალე იქნება მთავრობის სხდომა, მალე იქნება ბიუჯეტის მორიგი განხილვა, მალე იქნება სესია, საქართველოს პარლამენტის წევრებს კვლავ მოუწევთ პარლამენტის შენობაში შესვლა და ვნახავთ, როგორ მოახერხებენ”, - განაცხადა რუხაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 უკვე გაწერილია კლინიკიდან, 2 პოლიციელი კი საავადმყოფოში რჩება.

„გუშინდელი აქციის შედეგად 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან 2 - სამართალდამცველი. ამ დროისთვის, 3 სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია ბინაზე. კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული. სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის წინ ამ დროისთვის 10-მდე კარავია გაშლილი. ტერიტორიაზე იმყოფება აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტარიტორიაზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს, სულ დაკავებულია 37 პირი, რომელთა სასამართლო პროცესიც დღეს გაიმართება.

დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.

"ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული" - ზალკალიანმა სომხეთს-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებაზე

"ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით აზერბაიჯანმა კონფლიქტისას დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა" - მთავრობა

"თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართულია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას" - გიორგი ვაშაძე