ავტორი:

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

პატარა ანიტა ფაცაცია მძიმე სენს ებრძვის, მას დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. ოჯახის ინფორმაციით, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში, უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს.

„დიდ თანხაზეა საუბარი, (ზუსტად რა თანხაა არ ვიცით კალკულაცია უნდა მოხდეს და როგორც კი გვეცოდინება ზუსტი თანხა ინვოისს ავტვირთავთ) სანამ ზუსტ კალულაციას გამოგვიგზავნიან უკვე ვიწყებთ თანხის შეგროვებას რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება!!!! ვისაც რისი საშუალება გვაქვს დავეხმაროთ.

ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. სანამ თანხას არ გადავურიცხავთ არაფერს არ უკეთებენ!!! გაუკეთეს მხოლოდ გადასხმა!

ბავშვის გადმოფრენა სხვა არც ერთ ქვეყანაში არაა შესაძლებელი.

თითოეული თქვენგანის დახმარება და ჩარიცხული ძალიან მიზერული თანხაც კი ხსნა იქნება 2 წლის ანიტასთვის. მეგობრებო თქვენი დახმარების იმედი გვაქვს, ერთად ყველაფერი გამოგვივა !

აქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000100761966 მიმღები- ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად: პ/ნ 60001030692 ლია ჩხაიძე

სხვა ქვეყნებიდან ან უცხოური ვალუტის ჩასარიცხად გადადით ამ ბმულზე: Gofundme.com " - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბავშვის ოჯახი ავრცელებს.

ანიტას დედა, მარიკო სადრაძე კი წერს, რომ ხალხის მხარდაჭერამ გადარჩენის შანსები კიდევ უფრო გაზარდა.

"დღეს პირველად მქონდა იმედიანი ხმა და პირველად ვიგრძენი თავი ვაჟკაცურად. ეს რა ხდება ხალხო? რა მაგრები ხართ, ჩემი პატარას გამო მთელი საქართველო ( და არა მხოლოდ საქართველო ) ფეხზე დგას. სიტყვები არ მაქვს, რა ვთქვა, მადლობა ძალიან ბანალურია. ჩემი მესინჯერი აფეთქდა. მაპატიეთ თუ ვინმეს ვერ გიპასუხეთ ან დავაგვიანე პასუხი. თქვენი ლოცვა ანიტაზეც დადებითად აისახა. დღეს დილით გაიღვიძა და რამდენიმე ნაბიჯი გაიარა პალატაში. უკვე 4 დღეა საერთოდ ვერ ვაყენებდი ფეხზე. 9 დღიანი შიმშილობის შემდეგ დღეს პირველად ჭამა თავის საყვარელი ხაჭაპური ) მხიარულადაა, ლოგინიდან გვეთამაშება, მღერის და ხელებით ცეკვავს. მადლობა ამისთვის ყველას , მიყვარხართ და თქვენი იმედი მაქვს," - წერს მარიკო სადრაძე.

„წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის” - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს

"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის