ავტორი:

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

მარტა ბარამიძე „მასტერშეფის“ გამორჩეული მონაწილეა. თბილი, კეთილი და ცოტათი უცნაური გოგონა მძიმე წარსულით მალევე შეიყვარა მაყურებელმა. „მასტერშეფის“ მეორე გადაცემაში მარტას კერძმა განსაკუთრებულად მოხიბლა ჟიური და იმუნიტეტიც მოაპოვებინა.

„მასტერშეფის“ სამზარეულოში მხოლოდ რვა მონაწილე დარჩა. მარტაც, დანარჩენი მონაწილეების მსგავსად, ქვეყნის ნომერ პირველი მასტერშეფისთვის ბრძოლას აგრძელებს. თუმცა დღეს შოუზე არ ვისაუბრებთ. გთავაზობთ ბლიცინტერვიუს მარტასთან.

ჩვენ ვართ ის, როგორსაც ვქმნით ჩვენ თავს.

ოცნებები ხდება.

მე რომ არა, დედამიწა მაინც გააგრძელებდა ბრუნვას.

მეშინია შიშების. არ მინდა, რამის მეშინოდეს.

ვზარმაცობ მხოლოდ მაშინ, თუკი რაღაც მთელი გულით არ მინდა.

მეცინება ხშირად. ჩვეულებრივ, იმაზე, თუ რას აღვიქვამდი წარსულში სერიოზულად.

დრო რომ უკან დაბრუნდეს, კიდევ სიამოვნებით გამოვივლიდი იმას, რაც გამოვიარე.

კულინარია არის სამყარო.

გავიცნობდი დევიდ ბოუის, ცოცხალი რომ იყოს.

ვაკოცებდი მზეს, მიუხედავად იმისა, რომ ტუჩებს დამწვავდა.

საქართველო სამშობლოა.

გემრიელია ყველაფერი, რაც გულით არის გაკეთებული.

მე ვგავარ მზეს.

მჯერა, რომ ყველა ადამიანში არის სიკეთე.

სიყვარული იასამნისფერია და ლავანდის სუნი აქვს. ორივე ყველაზე მეტად მახალისებს, მათბობს, მატკბობს და სამყაროს შეგრძნობაში მეხმარება. წაიკითხეთ სრულად