ავტორი:

200-მდე მოკლულის ცხედრებს დასამარხად ოჯახებს არ აძლევენ - ირანში აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან

200-მდე მოკლულის ცხედრებს დასამარხად ოჯახებს არ აძლევენ - ირანში აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან

საწვავის ფასების ზრდის გამო ირანში საპროტესტო ტალღამ იფეთქა. BBC-ს ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებადამცველები ამბობენ, რომ პარასკევის შემდეგ, შესაძლოა, ათობით ადამიანი იყოს მოკლული. ორგანიზაციის წარმომადგენელი მოუწოდებს სამართალდამცველებს, არ გადაამეტონ ძალებს, არ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი და ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის მიწოდება აღადგინონ.

ორგანიზაციის Amnesty International ინფორმაციით, 21 ქალაქში სულ მცირე 106 ადამიანია მოკლული.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ შაბათს ქვეყანაში ინტერნეტი გათიშეს. ამის მიუხედავად, აქციები ბევრ ქალაქსა და სოფელში გაიმართა.

საპროტესტო ტალღა გასულ კვირას, პარასკევს აგორდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბენზინი 50%-ით გაძვირდებოდა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ მთავრობა ხალხის ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებდა და თანხას ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას მოახმარდნენ.

თუმცა, გადაწყვეტილებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა იმ ქვეყნის მოსახლეობისგან, რომელიც აშშ-ს სანქციების გამო მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს.

კვირას საპროტესტო აქციები უკვე 100-მდე ქალაქში მიმდინარეობდა. სულ მცირე 100 ბანკი და 75 მაღაზია დაწვეს, 1000-მდე ადამიანი კი დაკავებულია.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში 200-მდე ადამიანი მოკლეს, 3 ათასი კი დაშავდა. ქვეყნის ოფიციალური პირები მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებენ.

الهی بمیرم.... امروز در بهبهان.#IranProtests #Internet4Iran pic.twitter.com/Icv22VbKAb
— میترا شهمیرزادی (@hamid_aslanian) November 19, 2019

BBC-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, გარდაცვლილების ოჯახებს ცხედრების დაკრძალვის ნებას არ აძლევენ. საჯარო ადგილებში - პარკებსა და მთავარ ქუჩებზე შეიარაღებული სამართალდამცველები დგანან. დაკავებულები არიან ბევრი უნივერსიტეტის სტუდენტები, გადაღებული ვიდეოების საზღვარგარეთ გაგზავნა კი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა.

Days of protests in Iran over rising gasoline prices and a subsequent government crackdown have killed more than 100 people, Amnesty International says. https://t.co/ZwMAevw6h8 pic.twitter.com/ia95myLte8
— ABC News (@ABC) November 20, 2019

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ორშაბათს მდგომარეობა უკვე მშვიდი იყო და „მომდევნო ორ დღეში მასობრივ არეულობებთან დაკავშირებით პრობლემები მთლიანად იქნებოდა აღმოფხვრილი“.

თუმცა, სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ორშაბათს ღამით საპროტესტო აქციები ქალაქების ნაწილში მაინც მიმდინარეობდა. თეირანთან ახლოს სასიკვდილოდ დაჭრეს სამართალდამცველებიც.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა რუპერტ კოლვილმა ჟენევაში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ირანში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების გამო. მისი თქმით, ძალიან რთულია გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა, თუმცა ირანული მედიისა და სხვა წყაროების ცნობით, საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანია გარდაცვლილი.

პრეზიდენტი რუჰანი კი ამბობს, რომ ადამიანებს აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა „საპროტესტო აქციები განსხვავდება ამბოხისგან, საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს."

სამოაში წითელას ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა - გარდაცვლილთა უმრავლესობა 5 წლამდე ბავშვია

ავიაკატასტროფა კონგოში - ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა

ბირთვული იარაღის არსებობა გაუმართლებელია - რაზე ისაუბრა რომის პაპმა ჰიროსიმასა და ნაგასაკში ვიზიტისას