ავტორი:

"მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა..." - რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა

"მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა..." - რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა

მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელისუფლების ქვეყნიდან გაქცეულ მაღალჩინოსნებზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით ინტერპოლმა მათი საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დღეს ყველას ძებნა შეწყვეტილია. ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე წითელი ცირკულარით ძებნილებს შორის მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე რჩება, რომლის ადგილსამყოფელი ყველამ იცის. ინტერპოლით ძებნილთაგან მხოლოდ გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" გადმოსცა საქართველოს ჰოლანდიის ხელისუფლებამ.

"კვირის პალიტრა" საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ინტერპოლმა ქვეყნიდან გაქცეული მაღალჩინოსნების ძებნა შეწყვიტა. როდის წყვეტს ძებნას საერთაშორისო ორგანიზაცია?

- ამ ხელისუფლებამ, ნებსით თუ უნებლიეთ, დაუშვა შეცდომები, რამაც გამოიწვია ის, რომ ძებნილთა სიაში აღარავინ დარჩა. მთავარი არგუმენტია ვანო მერაბიშვილის საქმე ევროსასამართლოში. ევროსასამართლომ დაასკვნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და უკანონო პატიმარია. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არის არგუმენტი, რომ საქართველოში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დევნიდნენ.

- ანუ მერაბიშვილის საქმე იყო კატალიზატორი და ევროპულმა სახელმწიფოებმა ამიტომაც მისცეს ძებნილებს პოლიტთავშესაფარი?

- რა თქმა უნდა. გარდა ამისა, როგორც კი ვინმეს დააკავებდნენ და ჩამოიყვანდნენ, იბარებდნენ პროკურატურაში, პოლიტიკური თანამდებობის პირები კი მედიასაშუალებებით აცხადებდნენ: "ეს ამისთვის დასაჭერია" და ა.შ., არადა, მხოლოდ ბრალდებულის სტატუსი ჰქონდათ და მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა. ასეთი ქმედებებიც პოლიტიკური დევნის ნიშანია. ზოგის დევნაზე შეიძლება ჩვენმა პროკურატურამაც თქვა უარი. ვვარაუდობ, რომ დაიდო გარიგება, რომლის წყალობით დამნაშავედ გამოცხადებული "ნაცმოძრაობა" პარლამენტში უზით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში პატიმრების მდგომარეობა კი გაუმჯობესდა, მაგრამ სასამართლოში ვითარება სავალალოა, ევროპული სახელმწიფოები ამასაც აქცევენ ყურადღებას. სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს ძებნილი რომ გადასცეს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა, დაკავებულს გაასამართლებენ და კანონიერად დასჯიან, მაგრამ ის, რაც ჩვენს მართლმსაჯულებას სჭირს, საქართველოს მთავრობას ასეთი დაპირების შესაძლებლობას არ აძლევს.

- ზოგ ძებნილს რამდენიმე ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი. რატომ ჭირს მათი დანაშაულის დამტკიცება.

- ვფიქრობ, იუსტიციასა და პროკურატურაში დარჩა ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც "ნაციონალების" დროს დაინიშნენ და მათი ერთგული იყვნენ. მათი დაუსაბუთებელი ბრალდებები, ანუ პროკურატურის ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებდა. იგივე შეიძლება ითქვას იუსტიციის სამინისტროზე - როცა ის მოთხოვნებს გზავნის მეორე სახელმწიფოში, როგორც ჩანს, ეს მოთხოვნები არ არის გამყარებული უდავო მტკიცებულებებით, ამიტომაც ძებნილს არავინ გადმოგცემს. წაიკითხეთ სრულად

"უკრაინის გენპროკურორის ერთ-ერთი მრჩეველი ნასამართლევია და მსჯავრი მოხდილი არ აქვს. ეს ზურაბ ადეიშვილია" - სვიატოსლავ პისკუნი

IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25 % "ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას“ - 15,5 %, "ევროპულ საქართველოს“ - 5 %

"ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება" - ხატია დეკანოიძე