ავტორი:

მამუკა ბახტაძის 6-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ამბავი გამჟღავნდა - ვინ არის ყოფილი პრემიერის რჩეული

მამუკა ბახტაძის 6-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ამბავი გამჟღავნდა - ვინ არის ყოფილი პრემიერის რჩეული

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პირადი ცხოვრების შესახებ ჭორები პირველად მაშინ გავრცელდა, როდესაც პრემიერის თანამდებობაზე ახლად დანიშნული გახლდათ. მაშინ ითქვა, რომ ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილის გვანცას საქმრო იყო. ინფორმაცია ამის შესახებ, არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

მაშინდელი პრემიერი ჭორებს არ გაექცა და მის გარშემო გავრცელებულ ხმებს, ერთ-ერთ ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით უპასუხა.

“მე მესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს. შემიძლია, მარტივად გიპასუხოთ, რომ მის არც ერთ მოსაზრებას არანაირი საფუძველი არა აქვს. აქვე გეტყვით, რომ ივანიშვილის არც ერთ შვილს არ ვიცნობ”, - განაცხადა ბახტაძემ.

თბილისში არაფერი იმალება და, ბუნებრივია, არც თანამდებობიდან წასული პრემიერის პირადი ცხოვრების ამბები დარჩა გასაიდუმლოებული. "რეიტინგისთვის" ცნობილი გახდა, რომ მამუკა ბახტაძეს საყვარელი ქალი ჰყავს, რომელთანაც 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. ის სხვადასხვა კომპანიაში, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს. წაიკითხეთ სრულად+ფოტოები

"თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი - გამოსავალი ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდაა

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."