ავტორი:

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებაა - კადრები ადგილიდან

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებაა - კადრები ადგილიდან

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირებაა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ცდილობენ ადმინისტრაციის შესასვლელს ბოქლომი დაადონ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან ბოქლომით მივიდნენ, რომლის დაკიდებაც მთავრობის სახლის ჭიშკარზე სურთ, თუმცა სამართალდაცავების წინააღმდეგობის გამო ამას ვერ ახერხებენ.

„რატომ დგახართ აქ მაინტერესებს? ჩვენ რამეს ვარღვევთ? ხომ მოვედით მშვიდობიანად? ღობეზე ხელის მოკიდება აკრძალულია? დავკიდებდით ბოქლომს და წავიდოდით“- მიმართეს პოლიციის თანამშრომლებს ოპოზიციონერმა ლიდერებმა.

სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენჯერმე გამოიყვანეს აქციის მონაწილეები, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს ისინი მაინც მოახდენენ ადმინისტაციის შენობის პიკეტირებას.

ზუგდიდის რაიონში ავტომობილი ჭიშკარს შეეჯახა და აალდა - მძღოლი ადგილზე დაიღუპა

"მთავარი არხის" ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა

პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს