ავტორი:

"ვინც კანონს დაარღვევს, დავაკავებთ" -  აქციის მონაწილეებმა ბოქლომი მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკრის ნაცვლად, ღობეს დაადეს

"ვინც კანონს დაარღვევს, დავაკავებთ" -  აქციის მონაწილეებმა ბოქლომი მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკრის ნაცვლად, ღობეს დაადეს

ცენტრალური შენობის კარი არ ჩაიკეტება. ვინც პოლიციას არ დაემორჩილება და კანონს დაარღვევეს, დავაკავებთ, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ.

როგორც სირაძე აცხადებს, შენობის ბლოკირება კანონდარღვევაა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს მიუთითეს სხვა ადგილი, სადაც ფორმალურად შეუძლიათ ბოქლომის დადება, მაგრამ ისინი პროვოკაციას მიმართავენ.

„ვინც პოლიციას არ დაემორჩილება და კანონს დაარღვევეს დავაკავებთ, ვაშაძე იქნება თუ სხვა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მეც თქვენც და ყველა პოლიტიკური ლიდერიც. გარკვეული პირები ცდილობენ ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას და ბოქლომის დადებას, ჩვენ მოვუწოდეთ და მივუთითეთ, რომ ცენტრალური შესასვლელი კარის გვერდით მხარეს, სადაც კარის გაღებას არ შეუშლის ხელს, ფორმალურად, რადგანაც პროტესტს გამოხატავენ შეუძლით დაადონ ბოქლომი, მაგრამ არიან პროვოკაციაზე და ცდილობენ ცენტრალურ შესასვლელს დაადონ ბოქლომი. კარის ჩაკეტვა გამორიცხულია. არაერთხელ ავუხსენით, რომ ეს კანონის დარღვევაა. პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში, ვინც არ დაემორჩილება, დავაკავებთ“, - აცხადებს სირაძე.

აქციის მონაწილეებმა ბოქლომი მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს დაადეს. თავდაპირველად აქციის მონაწილეები მხარდამჭერებთან ერთად ბოქლომის დადებას მთავარ შესასვლელზე ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. ჭიშკარზე ბოქლომის დადების მცდელობას კი სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოჰყვა მცირე დაპირისპირება.

საბოლოოდ კი აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ბოქლომი ჭიშკრის ნამცვლად მთავრობის ადმინისტრაციის ღობეზე ჩამოეკიდათ. ისინი აცხადებენ, რომ ამგვარ პიკეტირებას სამომავლოდაც მოაწყობენ.

„ივანიშვილის ყველა ორგანო, რომელიც ხალხს არ ემსახურება, რომელსაც ხელისუფლება ჰქვია, სასამართლო, პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა, ყველა დაბოქლომდება. ივანიშვილის სასახლეც დაბოქლომდება. პროცესი იქამდე გაგრელდება, ვიდრე ივანიშვილი არ მიხვდება, რომ დანაპირები უნდა შეასრულოს. ჩვენ არ ვართ მონებო, მონები არიან ისინი, ამიტომ ბოქლომი მათი სამკაულია“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ დროისათვის ადგილზე რჩებინ აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები.

"საოკუპაციო ხაზთან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება" - სუს-ი

"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების" - მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა

დაპირისპირება ცოცხისა და ბეიჯის მოღერების თანხლებით -  რა მოხდა საკრებულოს სხდომაზე