რას ყვება ცნობილი ნეიროქირურგი, რომელიც პაციენტის ნათესავმა სცემა - "გავიდა კორიდორში და დედა შემაგინა... ამას მოჰყვა ხელჩართული ომი"

რას ყვება ცნობილი ნეიროქირურგი, რომელიც პაციენტის ნათესავმა სცემა - "გავიდა კორიდორში და დედა შემაგინა... ამას მოჰყვა ხელჩართული ომი"

19 ნოემბერს, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ცნობილ ნეიროქირურგს გიორგი მაღალაშვილს სცემეს. არსებული ინფორმაციით, ის მისივე პაციენტის ნათესავმა სცემა.

მაღალაშვილმა, რომელსაც ცემის კვალი სახის არეშიც ეტყობა, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და ინციდენტის დეტალები გაიხსენა:

"ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა, იმიტომ რომ არის რაღაც საზღვრები ურთიერთობაში, რომლის შემდეგაც არ შეიძლება თავის შეკავება. პრეტენზია ჰქონდა იმაზე, რომ როგორც მერე გავარკვიე, ჰყოლია ნათესავი, რომელიც დაიღუპა საავადმყოფოში და ექიმებს ვერ იტანს. აი, ეს იყო პრეტენზია.

ვუთხარი, ოპერაცია კარგად შესრულდა, ამის შესახებ თქვენს ნათესავებს უკვე ვესაუბრე და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. და, რას ნიშნავს იმედი მაქვსო, გარანტიებიო?... გავიდა კორიდორში და იქედან უკვე დედა შემაგინა. მერე მეც ავდექი და გავედი, რასაც მოჰყვა ხელჩართული ომი...

VIDEO: "სხვა კლინიკაში დაღუპულა მისი ახლობელი და ექიმებს ვერ იტანს, ეს ყოფილა მიზეზი" - რას ჰყვება პაციენტის ახლობლის მიერ ნაცემი ექიმი

სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა ეს ფაქტი და ძალიან დიდი საყვედური მინდა ვთქვა, რადგან, არც ქალაქის ჯანდაცვის, არც სამინისტროს მხრიდან, კითხვა არ დასმულა, თუ რა მოხდა..." - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში გოგი მაღალაშვილმა.

AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს,რომ აღნიშულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან, 4 სატვირთოს მძღოლია - ვინ არის დანარჩენი 7-ის ინფიცირების წყარო

როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით?

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა