ავტორი:

რა თქვა დაკითხვაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ განცხადებას ავრცელებს

რა თქვა დაკითხვაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მიიჩნევს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული ზეწოლა, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებს, უპერსპექტივოა. განცხადებას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, საზღვრის დარღვევის ფაქტი 2019 წლის 9 ნოემბერს დიდი ხნის წინ დაგეგმილი იყო. ნოემბრის დასაწყისში ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა მივლინებაში, მოინახულა ბალტიისპირა ქვეყნებიც, მათ შორის ესტონეთი. 4 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში, სადაც 5-დან 8 ნოემბრამდე კლინიკაში „მედიკლაბ ჯორჯია“ პაციენტებს იღებდა. 6 ნოემბერს „საქართველოს ბანკის“ პრემიალურ პაკეტზე „სოლო“ მას დაერიცხა ფულადი გზავნილი - 21000 ლარი. 8 ნოემბერს მან კლიენტებთან საუბარში აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას თბილისში არ იქნებოდა და პაციენტების მიღებას ორშაბათს 11 საათიდან განაახლებდა,“ - აღნიშნულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის“ განცხადებაში.

მათი თქმით, აქვთ გაფრინდაშვილის სატელეფონო ჩანაწერებიც.

„გაფრინდაშვილის დაკითხვისას გაირკვა, რომ მან საზღვარი განგებ გადაკვეთა, რადგან უნდოდა მოენახულებინა მონასტერი, თუმცა ვერ შეძლო, საკუთარი რელიგიური შეხედულებების შესახებ გარკვევით ესაუბრა. ასევე, ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა კითხვებს მისი პარტიული კუთვნილების შესახებ და განაცხადა, რომ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრე, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას განიხილავს, როგორც „საქართველოს მოქალაქის კანონიერ უფლებას თავისუფლად გადაადგილებაზე“, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, რუსეთს კი, საქართველოს მთავარ მტრად“ - ნათქვამია განცხადებაში.

„უწყება“ აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტებისა და ქართული და დასავლური მედიის მიერ „გაჩაღებული ისტერიკით“ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნის გათვალისწინებით, „კომიტეტი“ პირდაპირ აკავშირებს პროვოკაციას საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან.

„საქართველოს ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ოფიციალური თბილისის მცდელობა, მოიპოვონ პოლიტიკური ქულები ვაჟა გაფრინდაშვილით, ასევე, ზეწოლა განახორციელოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე მისი შიდა რეიტინგის გაუმჯობესებისთვის, უპერსპექტივოა“ ,- აღნიშულია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალი ახალგორის მცხოვრებლებს თბილისში მკურნალობის ნებართვას აძლევს

"შურისძიება გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ნათლულებზე" - კრიმინალების გარჩევის შემდეგ აფხაზეთში "ქართული კლანის" გაძლიერებას ელიან

აფხაზეთში სამმა გოგონამ 81 წლის ქალი დააყაჩაღა და აწამა - თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი 16 წლისაა