ავტორი:

თბილისის მერია 2 წლის ანიტას ოპერაციისთვის დაფინანსებას გამოყოფს

თბილისის მერია 2 წლის ანიტას ოპერაციისთვის დაფინანსებას გამოყოფს

თბილისის მერია 2 წლის ანიტა ფაცაციას დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს. უწყების ინფორმაციით, შესაბამის სამსახურებს დავალება უშუალოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მისცა. ახლა მერია კალკულაციას და საბუთების გადმოგზავნას ელოდება.

„როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია ბავშვის ავადმყოფობის შესახებ, უშუალოდ მერმა დაავალა შესაბამის სამსახურს, რომ დაკავშირებოდნენ ოჯახს და მაქსიმალურად დავხმარებოდით ბავშვს, რომ მისი მკურნალობა დაფინანსდეს.

სოციალური სამსახურის თანამშრომლები არიან კავშირზე მშობლებთან და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კონტაქტი. ველოდებით კალკულაციას, რომელიც უნდა გადმოგზავნოს ოჯახმა შესაბამისი საბუთებით, რომ ოფიციალურად შემოვიდეს მერიაში და მერიამ ბავშვს დახმარება გაუწიოს.

ერთ-ერთი ღია წერილი იყო უშუალოდ ქალაქის მერის, კახა კალაძის მისამართით და როგორც კი ეს წერილი მივიდა მასთან, მაშინვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ მაქსიმალური დახმარება გაეწია ოჯახისთვის,“ - აცხადებენ თბილისის მერიაში.

ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან.

ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. უსახსრობის გამო, ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირება არ შეიძლება.

ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:

„თიბისი“ ბანკი - GE38TB7855945064300017;

„საქართველოს ბანკი“ - GE28BG0000000100761966 - მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია).

როგორ მოვიგოთ 660 000 ლარზე მეტი?

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა