ავტორი:

ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის დალოცა

ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის დალოცა

"მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე (სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარე)" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

ნახეთ ვიდეო ლიტურგიიდან

"წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი.

მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე, რომელიც 90 წლის შესრულდებოდა.

წყალობა ღვთისა არ მოგაშოროთ მამაზეციერმა“, - ბრძანა პატრიარქმა.

წაიკითხეთ: როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც საქართველოს ყველა პრეზიდენტს მოესწრო - ინტერვიუ არქიტექტორთან

მამუკა ბახტაძე ტყუპების მამა გახდა

3 დიდი გამზირის რეაბილიტაცია, უბნების დამაკავშირებელი ხიდები და  "მარშრუტკების" ჩანაცვლება - რა პროექტები იგეგმება თბილისში

"მთავარ არხზე" თათია თოფურია და თამრიკო ჭოხონელიძე გამოჩნდებიან - რას ყვება თაკო მესხი დილის გადაცემის კულუარებზე