ავტორი:

ავარია ქუთაისში მსხვერპლით დასრულდა, დაშავებული ახალგაზრდები კი მძიმედ არიან

ავარია ქუთაისში მსხვერპლით დასრულდა, დაშავებული ახალგაზრდები კი მძიმედ არიან

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და პატრული იმყოფება.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

ზესტაფონში პატრულს მანქანა დაეჯახა და მიიმალა - გარდაცვლილი 33 წლისაა

ზუგდიდის რაიონში ავტომობილი ჭიშკარს შეეჯახა და აალდა - მძღოლი ადგილზე დაიღუპა

"მთავარი არხის" ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა