ავტორი:

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ

ყველამ ვიცით, როგორ დისკომფორტს იწვევს ქავილი. ეტიკეტის თანახმად, საზოგადოებაში სასქესო ორგანოების მოქავება დაუშვებელია, მაგრამ ქავილი ზოგჯერ იმდენად აუტანელია, რომ ადამიანს შესაძლოა არათუ ქცევის წესების დარღვევა აიძულოს, არამედ ძილი, მოსვენება და მადაც კი დააკარგვინოს. შორისის არეში ქავილს უამრავი მიზეზი აქვს, ჰიგიენის ელემენტარული წესების უგულებელყოფით დაწყებული, ავადმყოფობით დამთავრებული.

მაგალითად, ქავილი შესაძლოა გამოიწვიოს პროფესიული საქმიანობის დროს თუ საყოფაცხოვრებო პირობებში ქიმიურ ნივთიერებებსა და მტვერთან კონტაქტმა. ქავილს იწვევს შორისის გადახურებაც, მაგალითად, სინთეტიკური ქსოვილის თეთრეულის გამო. მაგრამ ყველაზე ხშირად ქავილის მიზეზი მაინც ინტიმური ჰიგიენის დაუცველობაა: იშვიათი ბანა, კრიტიკულ დღეებში საფენების ან ტამპონების იშვიათი ცვლა, ყოველდღიური საფენების ხანგრძლივი ტარება. არანაკლებ მავნეა გადაჭარბებული ჰიგიენა: საშოს ხშირი გამორეცხვა, ანტიბაქტერიული საპნის სისტემატური გამოყენება, არომატიზებული საფენების ხმარება...

ძალზე მნიშვნელოვანია, როგორი ქსოვილისაა თეთრეული. მაქმანი და ატლასი ძალიან ლამაზია, მაგრამ საერთოდ

არ არის ჰიგიენური - აღიზიანებს კანს და არ ატარებს ჰაერს. თუ მაინც ასეთი თეთრეულის შეძენას გადაწყვეტთ, ხარისხიანი შეარჩიეთ.

შორისის არეში ქავილი აუზზე სიარულმაც შეიძლება გამოიწვიოს, თუ წყლიდან ამოსვლის შემდეგ არ მივიღებთ შხაპს და კარგად არ დავიბანთ.

დაავადებათაგან სასქესო ორგანოების ქავილს იწვევს:

  • ჰერპესი;
  • საზარდულის ეპიდერმოფიტია;
  • კანდიდოზი;
  • ნეიროდერმიტი;
  • ბოქვენის პედიკულოზი;
  • ტრიქომონიაზი;
  • მუნი.

გენიტალურ ჰერპესს ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს. გამწვავების პერიოდი იწყება ქავილითა და წვით და მთავრდება ბუშტუკოვანი გამონაყარით. ჰერპესის გამწვავება ყოველთვის იმუნიტეტის დაქვეითებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ადგილობრივ საშუალებებთან ერთად ინიშნება იმუნური სისტემის მოსაძლიერებელი პრეპარატებიც. სამწუხაროდ, ჰერპესის ვირუსის ორგანიზმიდან გამოდევნა შეუძლებელია და სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაშიც კი რეციდივის საფრთხე არსებობს.

საზარდულის ეპიდერმოფიტია კანის სოკოვანი დაავადებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, სხეულის მოვლის საშულებებით, მაგალითად, პირსახოცით, ნეჭით, გადაედება. მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა ჩატარდეს.

კანდიდოზი (რძიანა) ანთებითი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, შარდსასქესო, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების ლორწოვან გარსებს. ქალებს კანდიდოზის დროს, ჩვეულებრივ, საშო და გარეთა სასქესო ორგანოები უზიანდებათ. მამაკაცები ძალიან იშვიათად ავადდებიან. დაავადება, წესისამებრ, სასქესო ასოს თავს აზიანებს. რძიანას მკურნალობენ ადგილობრივი (კრემები, ვაგინალური ტაბლეტები ან სანთლები) და შინაგანი (ტაბლეტები ან კაფსულები) საშუალებებით.

ნეიროდერმიტი კანის ალერგიული დაზიანებაა, რომელსაც შეუპოვარი, ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. მკურნალობა კომპლექსურია - მოიცავს რეჟიმს, დიეტას, ანტიჰისტამინური პრეპარატების კურსს, ჰორმონულ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, ქავილის საწინააღმდეგო, გამწოვი ეფექტის მქონე ნეიტრალურ კრემებსა და მალამოებს. წაიკითხეთ სრულად

ასეთ მეგობარს სჯობს, საერთოდ არ გყავდეთ ის - ფსიქოლოგი გირჩევთ, ვისთან არ ღირს მეგობრობა

ცნობილი რუსი ასტროლოგი ასახელებს  ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელსაც  2020 წელს ფული "ციდან დაეყრება თავზე"

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი