ავტორი:

გერმანული ბრენდის - „კერხერის“ ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში სიახლე აქვს

გერმანული ბრენდის - „კერხერის“ ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში სიახლე აქვს

გერმანულ ბრენდ „კერხერს“ თითქმის 100 წლის არსებობის ისტორია აქვს და მსოფლიო ლიდერია დასუფთავების ტექნიკის წარმოებაში. მისი პროდუქცია, პირველ რიგში, ხარისხით და სანდოობით გამოირჩევა, რომელიც ყოველთვის იქცევს ყურადღებას საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის დროს.

კომპანია "კერხერის" ოფიციალური წარმომადგენლობა 2015 წლიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე და შემოაქვს, როგორც პროფესიონალური, ასევე საყოფაცხოვრებო აპარატები. "კერხერს" ამ დროისთვის ორი შოურუმი აქვს საქართველოში: თბილისში - აკაკი ბელიაშვილის #167 და ბათუმში - ლუკა ასათიანის #51, თუმცა, როგორც კომპანიაში ამბობენ, მომავალში ახალი შოურუმების დამატება იგეგმება.

საქართველოში „კერხერი“ ცნობილია, როგორც მხოლოდ პროფესიონალური აპარატებისა და ძვირადღირებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ბაზარზე ამ ბრენდის საკმაოდ ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო პროდუქციაც გვხვდება. მათ შორის არის „კერხერის“ მტვერსასრუტები, რომლის მრავალფეროვნებაც მომხმარებელს სასურველი აპარატის შერჩევის საშუალებას აძლევს.

"კერხერის" ბრენდის ყველაზე ეკონომიურ ბიუჯეტზე გათვლილი მტვერსასრუტია VC3 ციკლონური სისტემით. გარდა იმისა, რომ მას ხელმისაწვდომი ფასი აქვს, ის მომავალშიც არ საჭიროებს დამატებით ხარჯს მტვრის ტომრების შეძენისთვის; მტვერსასრუტი VC3 ზომით პატარაა და არ იკავებს დიდ ადგილს შენახვისას; მას აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისობის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს იმას რომ, აქვს დაბალი ხმა და არის ეკონომიური ელექტრო ენერგიის მოხმარების მხრივ.

1 ნოემბრიდან - იანვრის ბოლომდე, „კერხერის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მომხმარებელს სთავაზობს მშრალი წმენდის ციკლონურ მტვერსასრუტს VC3-ს 495 ლარის ნაცვლად, - 349 ლარად 2 წლიანი გარანტიით.

აღნიშნული მოდელის შესახებ Ambebi.ge-ს „კერხერ-საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი, ნინო ხაცაკვაძე ესაუბრა:

- რა გამორჩეული მახასიათებლებით ხასიათდება VC3?

- ეს მოდელი გამორჩეულია მისი განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით: მტვერსასრუტი არის ენერგოეფექტური და მოიხმარს მხოლოდ 700 ვატს, რაც ევროპაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისია. ამ აპარატს აქვს საკმაოდ მძლავრი შესრუტვა, რის ხარჯზეც შეუძლია ასწიოს 1 ლიტრიანი ქილაც კი. მტვერსასრუტი VC3 აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების A კლასის კატეგორიასაც, რაც ნიშნავს იმას, რომ აქვს დაბალი ხმა (76 დბ) და ასევე აქვს HEPA 12 ფილტრი, რაც უზრუნველყოფს მტვერსასრუტიდან გამომავალი ჰაერის სისუფთავეს. აპარატი დამზადებულია პლასტმასის ახალი გრანულებით და არა გადამუშავებული, მეორადი პლასტმასისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. კომპლექტაციაში არსებული საცმები ამარტივებს ვიწრო და მიუდგომელი ადგილებიდან მტვრის ამოღებას და დელიკატურად წმენდს როგორც მყარ იატაკს, ასევე ხალიჩას.

- რამდენად ხშირად ტარდება მსგავსი აქციები „კერხერ-საქართველოს“ მიერ?

- კერხერ-საქართველოსთვის ეს არ არის პირველი ეროვნული აქცია. ჩვენი კომპანია პერიოდულად სთავაზობს მომხმარებელს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებლის სურვილებზე მორგებული და ერთგვარად წამახალისებელი აქციები ხშირად მოვაწყოთ.

- სად შეუძლია დაინტერესებულ პირებს „კერხერის“ მტვერსასრუტების შეძენა?

- ჩვენი მტვერსასრუტების და სხვა დასუფთავების ტექნიკის არჩევანი საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი ჩვენს ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში (www.karchershop.ge), ასევე ჩვენს შოურუმებში თბილისსა და ბათუმში და პარტნიორ ჰიპერმარკეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორიცაა კარფური, ელიტ ელექტრონიქსი, გორგია, ბრიკორამა, დომინო, მეტრომარტი. ჩვენ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ჩვენს მომხმარებელთან და შევუქმნათ კომფორტი შეძენის პროცესში. კითხვების და წინადადების შემთხვევაში კი ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც არის შესაძლებელი ჩვენი ხილვა: (https://www.facebook.com/karcher.ge/).

R

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

მრავალშვილიანი ნუცა ხიდირბეგიშვილი მსოფლიო ბრენდის Mima-ს საერთაშორისო ფოტოსესიაში მოხვდა

„ნენსკრა ჰესის“ პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებაზე საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან