ავტორი:

საქართველოს ისტორიის განახლებული ოთხტომეულის პირველი ტომი 2 დეკემბერს გამოვა

საქართველოს ისტორიის განახლებული ოთხტომეულის პირველი ტომი 2 დეკემბერს გამოვა

2 დეკემბერს გამოდის საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის განახლებული, შევსებული რედაქციის პირველი ტომი. ეს არის ქართველ მეცნიერთა ჯგუფური ნაშრომი, რომელშიც მოთხრობილია ქვეყნის ისტორიის ყველა ეპოქა და პერიოდი უძველესი დროიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე, თუმცა ეს ყველაფერი თანამედროვე გადმოსახედიდან არის შეფასებული.

ოთხტომეულს გამომცემლობა „პალიტრა L”ამზადებს. როგორც გამომცემლოაბში განმარტავენ, 8 წლის შემდეგ მკითხველთა თხოვნისა და ინტერესების გათვალისწინებით ბრუნდება გამოცემა განახლებული, გადამუშავებული და შევსებული რედაქციით.

როგორც წიგნის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ოთხმეზური განმარტავს, მკითხველი მიიღებს საინტერესოდ განახლებულ ახალ ვერსიას.

„საზოგადოებას აინტერესებს პუტინის და კოკოითის მოსაზრებები ქუჩუკ-კაინარჯის ზავთან დაკავშირებით. ქართულ-რუსულ ურთოერთობებთან დაკავშირებითაც დიდი ინტერესია. ყველას აინტერესებს, რამ მიიყვანა ერეკლეტრაქტატამდე. ესეთი საკითხები დღევანდელი გადმოსახედიდან იქნება შეფასებული და წარმოჩენილი. სწორედ ამიტომ არის გამოცემა ღირებული,“ - განმარტავს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური.

ისტორიის ოთხტომეული პირველად 10 წლის წინ გამოვიდა სასაჩუქრე ყუთით და გამოსვლის დღესვე გაიყიდა სრული ტირაჟი. მას შემდეგ წიგნი კიდევ რამდენჯერმე გამოიცა. თუმცა ახალი რედაქცია მკითხველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერსოა.

მაია ხიზანიშვილმა საქართველოს ისტორიის ოთხტომეული პირველად 10 წლის წინ შეიძინა. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ეს გამოცემა ძალიან ღირებულია, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ახალი რედაქცია.

„როგორც წესი, ფაქტების ობიექტური შეფასება წლების შემდეგ ხდება ხოლმე. სწორედ ამიტომ ველოდები განსაკუთრებულად ოთხტომეულის ახალ გამოცემას. მაინტერესებს, დრომ როგორ გადააფასა ჩვენი ისტორია, განსაკუთრებით, უახლესი ისტორიის მოვლენები მაინტერესებს და ველოდები,“ - აღნიშნავს მაია ხიზანიშვილი.

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული შევსებული ტექსტის პარალელურად ახალი დიზაინით გამოდის. გამომცემლობა და პროექტში ჩართული მეცნიერთა ჯგუფი მკითხველს საინტერესოდ განახლებულ ტომებს ჰპირდება. პირველი ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა და მისი ფასი იქნება 10 ლარი, გაზეთთან ერთად კი 11,5 ლარი.

"ნუ დაახარჯავ დროს მას, ვინც მის შენთან გატარებას არ აპირებს" - მარკესის 57 "ოქროს წესი"

„ბიბლუსში“ საახალწლო სამზადისი დაიწყო - ფასდაკლებები და სიახლეები, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" 24 ნოემბრამდე სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი