ავტორი:

"ნერვიულობისგან 5 კილო დავიკელი“ - "მასტერშეფის“ მონაწილე მარიამ ქურდიანი თავის პროფესიასა და ცინიზმზე

"ნერვიულობისგან 5 კილო დავიკელი“ - "მასტერშეფის“ მონაწილე მარიამ ქურდიანი თავის პროფესიასა და ცინიზმზე

„მასტერშეფის“ სამზარეულოში 7 მონაწილე დარჩა. გუშინდელი ტურის შემდეგ შოუ სოფო გოგებაშვილმა დატოვა, იმუნიტეტი კი მარიამ ქურდიანმა მოიპოვა, რომლის კერძიც ჟიურის ყველაზე მეტად მოეწონა. ambebi.ge ამჯერად სწორედ მარიამთან გთავაზობთ ინტერვიუს.

მას ხშირად აკრიტიკებენ მკაცრი შეფასებების გამო. სინამდვილეში რას ფიქრობს კონკურსანტებზე და როგორ ეხმარება თავისი პროფესია სამზარეულოში, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როგორ შეაფასებდი „მასტერშეფში“ შენს მონაწილეობას?

- მეგონა, რომ უფრო ადვილი იქნებოდა, ძალიან რთული აღმოჩნდა. მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. რადგან ბოლოს ჩემმა კერძმა მოიპოვა საუკეთესოს სტატუსი, მგონია, რომ ჟიური ჩემგან უფრო მეტს ელოდება.

- შენი პროფესია, ჟურნალისტიკა, რამდენად გეხმარება „მასტერშეფში“?

- კულინარია და ჟურნალისტიკა ძალიან განსხვავებული სფეროებია. იყო საუბრები, რომ რადგან „პირველი არხის“ ჟურნალისტი ვარ, თითქოს, ამიტომ მოვხვდი ათეულში და წინასწარ ვიცი, რა კერძის მომზადებას დაგვავლებენ. მინდა, კარგად გაიგოს ყველამ, რომ ეს არის აბსურდი. „პირველ არხში“ სულ სხვა ადამიანები მუშაობენ, „მასტერშეფზე“ - სულ სხვა. ჩემი სამუშაო ადგილი არაფერში არ მეხმარება, პირიქით, ხელს მიშლის, რადგან მაყურებლის ნაწილი ფიქრობს, რომ ამის გამო რაღაც „პლუსები“ მეწერება.

- ბევრს საუბრობენ შენს ცინიზმზე და ამის გამო ხშირად გაკრიტიკებენ. თუ კითხულობ კომენტარებს და როგორ ხვდები კრიტიკას?

- პირველი ვიდეო რომ დაიდო, ჩავუჯექი და საფუძვლიანად წავიკითხე ყველა კომენტარი. ამდენ უარყოფით კომენტარს არ ველოდი და, სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა. იმედი მქონდა, მიხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი შოუს ნაწილია და რეალურ ცხოვრებაში გოიმს, ტუტუცსა და სხვა საშინელ სიტყვებს არავის არ ვეძახი. რა თქმა უნდა, კონკურენცია არის, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ მეგობრებიც გავხდით. რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა ჩემს პირად შეტყობინებებში. მეგონა, აქაც ლანძღვის შეტყობინებები მომივიდოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. დღეში ათეულობით ადამიანი მწერს. მეუბნებიან, რომ მგულშემატკივრობენ და უნდათ, რომ დიდხანს ვიყო პროექტში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს და ვუთხრა, რომ მათი დადებითი სიტყვები ძალიან მეხმარება და მაძლიერებს. სხვათაშორის, ბოლო გადაცემების კომენტარებს რომ გადავხედე, თითქოს, იქაც იკლო უარყოფითმა გამოხმაურებებმა და მაყურებელი მიხვდა, რომ რეალურად ერთმანეთი არ გვეზიზღება. იხილეთ ვრცლად

პრეზიდენტმა სალობიე შეძახილების ფონზე დატოვა

აქციის მონაწილეები ერთ-ერთ სალობიესთან მივიდნენ, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს