ავტორი:

"ბევრი ჩემი თანამებრძოლი, ამ პარტიამ გარიყა" - რას ამბობს მიშა მესხი თანამდებობიდან წასვლის შესახებ

"ბევრი ჩემი თანამებრძოლი, ამ პარტიამ გარიყა" - რას ამბობს მიშა მესხი თანამდებობიდან წასვლის შესახებ

მიშა მესხის სახელს საზოგადოება ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყო. მესხი თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თინეიჯერობის ასაკიდან იბრძოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს, გაიტაცეს და ქვეყნიდანაც დევნიდნენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისმა საქმიანობამ ქუჩიდან კაბინეტში გადაინაცვლა და ის საკრებულოს პროპორციულ სიაშიც იყო, კრწანისში მმართველი პარტიის თავმჯდომარეც გახლდათ და "ოცნების" მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა. თუმცა, ის პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდა და ახლა ძირითად დროს ოჯახს უთმობს. რამდენიმეწლიანი დუმილი მიშა მესხმა „რეიტინგთან“ ინტერვიუში დაარღვია.

- მიშა, რატო აღარ ჩანხართ საჯაროდ, აღარ ხართ „ქართულ ოცნებაში“?

- წლების წინ გავაუქმე "ფეისბუქი" და სოციალურ ქსელში აღარ ვარ აქტიური. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას, თითქმის ორი წელია „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის პოსტს აღარ ვიკავებ კრწანისის რაიონში. ახლა ამ პოსტზე ჩემი ნათელ-მირონი ბექა ოდიშარიაა, რომელიც ამავე რაიონის დეპუტატია.

მუდმივი ცხოვრებაში არაფერი არ არის და არც დაკავებული თანამდებობა. „ქართული ოცნების“ პარტიის აქტიური წევრი აღარ ვარ, თუმცა ამ გუნდთან ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმე, მათთან ერთად ბევრი ვიბრძოლე და ვრჩები მისი გულშემატკივარი. მე მართლა „ნამდვილი“ ვარ და 2012 წლიდან ამ გუნდის გვერდით ვიდექი, მინდა ამ გუნდმა ბევრი კარგი საქმე გააკეთოს ჩემი ქვეყნისთვის, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- თქვენი ნებით დატოვეთ დაკავებული თანამდებობა?

- პარტიის თავმჯდომარეს ყოველწლიურად ირჩევენ. ეს არის ჯანსაღი პროცესი. როცა ძველი თავმჯდომარეები გამგებლები გახდნენ, იქ დასათმობი არაფერი იყო.

- ნაწყენი ხართ „ქართულ ოცნებაზე“?

- პარტიის თავმჯომარე კი არა ბოლო დროს თითქმის ყოველდღიურად ცვლიან პრემიერ-მინისტრებს. წყენას რაც შეეხება, ბევრი ჩემი თანამებრძოლი, რომელმაც თავი გადადო და ყველაფერი გააკეთა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ამ პარტიამ გარიყა. ისინი არ არიან დაფასებული. სულ უფრო მეტად უჭირს არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, როცა გვერდით აღარ გყავს ის ადამიანები ვისთან ერთადაც შავ პურს ჭამდი ცუდია. ალბათ დაუფასებენ ამ ადამიანებს რაც უბრძოლიათ და დაიყენებენ გვერდით.

„ქართულ ოცნებაში“ თავიდან პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და ა.შ. გადახალისება მოხდა, ზოგს ეწყინა და წავიდა, ზოგი ძალით ჩააჩოჩეს...

ვერ ვიტყვი ვინმემ ძალით ჩამაჩოჩა, ბევრი მაღალი თანამდებობის პირთან, თუნდაც ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს წაიკითხეთ ვრცლად

ხმაური რიონის ხეობაში, ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა და დამატებითი საპოლიციო ძალები - რას აცხადებენ შსს - ში?

გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“

ვინ არის "5/35-ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტის, 211 084 ლარის გამარჯვებული?