ავტორი:

პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს

პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია და ადგილზე დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, მან სხეულის გადაციება აქვს.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში თავად აქციის მონაწილეებმა მოათავსეს. მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია.

ექიმების თქმით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში სწორედ სხეულის გადაციების გამო იმყოფება. შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად აქციის მონაწილე „ამტელ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

როგორც ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი ლაშა მაჭარაშვილი ამბობს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დღის ბოლომდე საავადმყოფოდან გაწერენ.

"08:30 საათისთვის შემოიყვანეს 23 წლის პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე საათში გაეწერება.

გადაციების შემთხვევა არ ყოფილა, წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ მისი დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფოთში ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალსა და ბავშვს დაეჯახა

"4 ოპერაცია ჩაუტარდა" - როგორია 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა - Stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები და ვითარება გარდაბანში