ავტორი:

33 წლის ნუცა ხიდირბეგიშვილი, რომელიც ხუთი შვილის დედაა, მსოფლიო ბრენდის ფოტოსესიაში მოხვდა

33 წლის ნუცა ხიდირბეგიშვილი, რომელიც ხუთი შვილის დედაა, მსოფლიო ბრენდის ფოტოსესიაში მოხვდა

33 წლის დიპლომატმა, 5 შვილის დედამ ნუცა ხიდირბეგიშვილმა შვილებთან ერთად - მსოფლიო ბრენდ mima-ს საერთაშორისო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო ალბომისთვის შეირჩა ბრენდის მომხმარებელი ამიერკავკასიიდან და შედგა ულამაზესი ფოტოსესია, სადაც ჩანს ქალის მთავარი, ყველაზე ძლიერი მხარე - ოჯახი და შვილები.

Rebel ლიმიტირებული დიზაინით შექმნილი ეტლია ბრენდისგან mima. სიძლიერის და სიმამაცის ინსპირაციით შექმნილი ეტლი საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით ჩამოვიდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ნუცა ხიდირბეგიშვილთან:

- როგორი რეჟიმი გაქვთ 5 შვილის დედას, რთულია ერთად წარმატებული კარიერა და მრავალშვილიანი დედის ამპლუა?

- ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, მუდმივად სადღაც მივიჩქარი, ხუმრობით ხშირად ვამბობ, რომ დღეში 24 საათი არ მყოფნის. თავისთავად რთულია იყო საქმიანი და ასევე იყო დედა, თუმცა ყველაფერი ჩვენს მონდომების ხარისხზეა დამოკიდებული.

მე იმ ქალთა სიას მივეკუთვნები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი საქმე და პიროვნული თუ კარიერული განვითარება და სწორედ ამ საქციელით მინდა მივცე მაგალითი ჩემს შვილებს. თავისთავად ამ ყველაფერს ვერ მოვახერხებდი ოჯახის წევრების და არაჩვეულებრივი დამხმარე ადამიანების გარეშე.

- არ გვიკვირს, რომ თქვენნაირმა დახვეწილმა, თანამედროვე ქალბატონმა MIMA-ს ბრენდი შეარჩიეთ, მაგრამ მაინც რატომ არის ეს ეტლები გამორჩეული ბაზარზე?

- ჩემი პატარა ნიტას კომფორტისთვის სრული კომპლექტი MIMA Georgia შევარჩიე, ვთვლი რომ არის დახვეწილი და კომფორტული, უკვე 5-თვიანი გამოყენების შემდეგ რეკომენდაციას ვუწევ მომავალ დედიკოებს. საქართველოში ყველაზე მოდური, დახვეწილი ეტლებიდან MIMA გამორჩეულია. ნამდვილად ეს არის პრემიუმ ხარისხი - თანამედროვე დიზაინით შექმნილი.

- როგორ და სად ატარებთ დროს შვილებთან ერთად?

- ძირითად თავისუფალ დროს ჩემს ოჯახში ვატარებ. კვირის დღეებში სახლში ვართ, ხოლო უქმეებზე ერთად ვსეირნობთ.

- როგორი ურთიერთობა აქვთ უფროს ბიჭებს ნიტასთან?

- ნიტა ბიჭებს ძალიან უყვართ და მას ზოგადად ჩვენს ოჯახში ბევრი პოზიტივი შემოაქვს.

- ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ. თავის მოვლის რა ხერხები იცით, რა რჩევებს მისცემდით ქალებს?

- მიხარია თუ ესეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ, რადგანაც არაფერს განსაკუთრებულს თავის მოვლის კუთხით არ ვაკეთებ. ხშირად ვვარჯიშობდი და ესეც ამ ეტაპზე არ ხერხდება, თუმცა აუცილებლად მივხედავ მაგ ამბავს.

შეგახსენებთ რომ, MIMA არის პრემიუმ ხარისხი, თანამედროვე დიზაინით შექმნილი, ეტლის აწყობა და დაშლა უმარტივესი გზითაა შესაძლებელი, კომპაქტურად იკეცება და თავსდება ნებისმიერ საბარგულში.

ლიმიტირებული გამოშვება და სრული კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ MIMA-ს ბრენდ მაღაზიაში, რომელიც წარმოდგენილია კოსტავას 37/39 ნომერში.

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?

„გაგუას კლინიკის“ ინიციატივით Facebook ჯგუფი “ორსულობა და კოვიდ 19” შეიქმნა

Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო