ავტორი:

SS.ge-ს მისამართების ბაზას 6268 სოფელი და ქუჩა დაემატა, იპოვე უძრავი ქონება მთელ საქართველოში უფრო მარტივად

SS.ge-ს მისამართების ბაზას 6268 სოფელი და ქუჩა დაემატა, იპოვე უძრავი ქონება მთელ საქართველოში უფრო მარტივად

SS.ge პლატფორმის განვითარებასა და გამარტივებას განაგრძობს. 2019 წელს განხორციელებული არაერთი ცვლილების შემდეგ, ვებ-გვერდის ადმინისტრაციამ მომხმარებლებს კიდევ რამდენიმე სიახლე შესთავაზა.

6268 აღრიცხული სოფელი და ქალაქი

უძრავი ქონების პლატფორმებზე სოფლებში მდებარე მიწის ნაკვეთებისა და სახლების პოვნა ყოველთვის პრობლემატური იყო. SS.ge-ის მიერ ჩატარებული აღრიცხვის შემდეგ კი ვებ-გვერდზე 6268 სოფლისა და ქუჩის მონაცემები განახლდა და დაემატა. შესაბამისად, თუნდაც თბილისის მიმდებარედ აგარაკის მაძიებლებს სოფლებისა და დაბების დასახელებების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ან სახლის მოძებნა უფრო მარტივად შეუძლიათ.

ქუჩების განახლებული სია

ხანდახან ძიებისას გაუგებრობას ქუჩების დასახელებებიც ქმნის. საძიებო ველში ქალაქის უბნის მითითების შემდეგ, პროგრამა ქუჩის ჩაწერასაც გვთხოვს, რაც შეიძლება, ჩვენთვის გარკვეულ სირთულესთან იყოს დაკავშირებული.SS.ge-ს მიერ საქართველოს დიდ ქალაქებში ჩატარებული აღრიცხვის შემდეგ კი ეს პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა.

უძრავი ქონების პლატფორმამ აღრიცხა და დააზუსტა ყველა დიდი ქალაქის ქუჩების დასახელებები. შედეგად, უბნის მოძებნისასბ SS.ge მის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქუჩას გვიჩვენებს, რაც სასურველი ადგილის პოვნას კიდევ უფრო ამარტივებს.

ქუჩის დასახელების მიხედვით ძებნის შესაძლებლობა

ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების პოპულარობის გამო, ბევრ ქალაქში შეხვდებით მაგალითად, ილია ჭავჭავაძისა და შოთა რუსთაველის ქუჩებს, რაც მხოლოდ ამ დასახელებებით ძიების პროცესს თითქმის შეუძლებელს ხდიდა.

SS.ge-მ გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის ძიების პროცესი ამ მხრივაც გაემარტივებინა და დაამატა ახალი ფუნქცია, რომელიც ერთი და იმავე დასახელების ქუჩებს მთელი საქართველოს მასშტაბით გვიჩვენებს.

მაგალითად, საძიებო ველში თბილისში მდებარე რომელიმე ქუჩას ჩაწერთ, SS.ge გიჩვენებთ, კიდევ სად მდებარეობს მსგავსი დასახელების ტერიტორია.

SS.ge-ის მიზანია, უძრავი ქონების შეძენა, გაყიდვა, გაქირავება თუ დაგირავება იმაზე უფრო კომფორტულ პროცესად აქციოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ვებ-გვერდის განახლებისა და განვითარების პროცესიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში SS.ge-მ მომხმარებელს ისეთი ინოვაციური სერვისები შესთავაზა, როგორიცაა გადამოწმების, „გაიგე შენი ბინის ფასი მარტივად“; ასევე, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ბინის ღირებულების შეფასება; განცხადებების ავტომატურად თარგმნა ინგლისურ და რუსულ ენებზე; განცხადებების გამოწერის სერვისი; უძრავი ქონების კლასიფიცირება სიძვირის მიხედვით და „სმარტლისთი“, რომელიც ვიზიტორს ძიების პროცესს კიდევ უფრო უმარტივებს.

„სიტყვა და საქმის“ ბაზაზე შექმნილი ვებ-გვერდი SS.ge საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უძრავი ქონების პლატფორმაა, რომელსაც ყოველდღიურად, 30 000 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

„პრაქტიკული აკადემია“ ციფრული მარკეტინგის კურსზე მონაწილეების მიღებას იწყებს

Jeep-ის ცენტრში საახალწლო აქცია დაიწყო

შავი პარასკევის ფასები მეგატექნიკაში! - საუკეთესო ფასები ტექნიკაზე!