ავტორი:

"ახლა ყველა წუთი გადამწყვეტია!" - ჟურნალისტ ანა კალანდაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

"ახლა ყველა წუთი გადამწყვეტია!" - ჟურნალისტ ანა კალანდაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს, რომელიც წლების განმავლობაში "პალიტრა მედიას" სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობდა, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ახალგაზრდა ქალს მკურნალობის კურსის ჩასატარებლად აუცილებლად ესაჭიროება თურქეთში გამგზავრება. საწყის ეტაპზე, კონკრეტული პროცედურის ღირებულება დაახლოებით 21 000 ლარია, თუმცა ეს ხარჯები საბოლოო არ არის.

საზოგადოებას ანას დასახმარებლად მისი მეგობარი, ციცი ომანიძე მიმართავს:

"მეგობრებო, დადგა დრო, როცა ჩემს ანას დახმარება სჭირდება! ახლა ყველა წუთი გადამწყვეტია! თქვენი იმედი გვაქვს!

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს მწვავე ენტეროვირუსული ინფექციისა და დისბაქტერიოზის ფონზე, გამოუვლინდა ჰიპოკალემია (კალიუმის ნაკლებობა ორგანიზმში), რამაც გამოიწვია გართულება გულზე.

აღნიშნული პრობლემის გამო 1-ელ აგვისტოს მოხვდა კლინიკაში, დაკარგა გონება და შეუჩერდა გულისცემა (კარდიომონიტორინგზე აღინიშნა პარკუჭთა ფიბრილაცია). ექიმების დროული ჩარევის შედეგად, ელექტროშოკით მოხდა გულის რიტმის აღდგენა (დეფიბრილაცია). მას შემდეგ ანა იმყოფება არითმოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და მიუხედავად ხანგრძლივი მკურნალობისა, სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის პრობლემა კვლავ დარჩა.

ანა სისტემატურად იღებს კალიუმის შემცველ მედიკამენტებს, მაგრამ მკურნალობის მიუხედავად ორგანიზმი კალიუმს ვერ ინარჩუნებს.

სავალალო შედეგის თავიდან აცილების მიზნით, ექიმები პირველ ეტაპზე საჭიროდ თვლიან, გულის კარდიოსტიმულატორის ჩადგმას, ანუ პეისმეიკერის იმპლანტაციას, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკაშვირებული - 21 000 ლარი, რის შემდეგაც ანა აუცილებლად უნდა გაემგზავროს თურქეთში სამკურნალოდ.

გთხოვთ გვერდში დგომას. პირველ ეტაპზე კარდიოსტიმულატორისთვის უნდა მოვახდინოთ თანხის მობილიზება, შემდეგ კი იმისთვის, რომ ანამ შეძლოს, თურქეთში გამგზავრება, მკურნალობა და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. გთხოვთ, მხარში დგომას!" - წერს ციცი ომანიძე.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი

GE08BG0000000813745500

მიმღები: მაია კალანდაძე

თიბისი ბანკი

GE91TB7223445061100006

მიმღები: ანა კალანდაძე

თვის ბოლომდე თოვა მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი - როგორი ამინდი იქნება თბილისში

გერმანიიდან  თავშესაფრის ქართველი მაძიებლები გამოაძევეს

პატრიარქი - სამწუხარო ფაქტია, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის