ავტორი:

უახლესი 2020 წლის საახალწლო კოლექცია „ბიბლუსში“ - ყველაფერი იდეალური ახალი წლისთვის

უახლესი 2020 წლის საახალწლო კოლექცია „ბიბლუსში“ - ყველაფერი იდეალური ახალი წლისთვის

ახალი წლის დადგომამდე, დაახლოებით, ერთი თვე დარჩა. ამ ერთი თვის განმავლობაში ოჯახებში უამრავი საქმეა - საჩუქრების შერჩევით დაწყებული, საახალწლო სუფრის მენიუს შედგენით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლისთვის საკმაოდ ბევრი რამე გვაქვს მოსასწრები, მზადებას მაინც ბოლო დღეებში ვიწყებთ ხოლმე. ჩვეულებრივ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ფასდაკლებებს ველოდებით. არადა, არის რამდენიმე მაღაზია, რომელიც ერთი და მეტი თვით ადრე იწყებს ჩვენთვის საახალწლო განწყობის შექმნას, დეკორაციების მრავალფეროვან არჩევანსა და გრანდიოზულ ფასდაკლებებს გვთავაზობს.

ალბათ უკვე შეამჩნიეთ „ბიბლუსის“ სადღესასწაულოდ მორთული მაღაზიები. წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ საახალწლო სამზადისი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და კვლავ გრძელდება.

„ბიბლუსი“ მომხმარებელს წელს განსაკუთრებით მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ევროპული, მაღალი ხარისხის, ტრენდული და ორიგინალური ნაძვის ხის სათამაშოები, თოვლის ბაბუები, დეკორატიული სანთლები, უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი ჭურჭელი საახალწლო დიზაინით, მუსიკალური ზარდახშები და სხვა საახალწლო აქსესუარები თქვენს ახალი წლის დღეებს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებს.

„ბიბლუსის“ საახალწლო კოლექცია თქვენი საყვარელი ადამინებისთვის საჩუქრის არჩევაშიც დაგეხმარებათ. ambebi.ge-მ „ბიბლუსის“ საიტზე საახალწლო კოლექცია დაათვალიერა და 3 ორიგინალური საჩუქრის იდეას შემოგთავაზებთ.

1. საშობაო ჩაის ნაკრები

რასთან ასოცირდება ახალი წელი, თუ არა სიმყუდროვესა და ცხელ სასმელებთან?! ეს ჩაის ნაკრები საახალწლო დიზაინით განსაკუთრებით მოეწონებათ ადამიანებს, რომელთათვისაც ჩაი მეტია, ვიდრე მხოლოდ სასმელი.

2. მუსიკალური ზარდახშა

საახალწლო დიზაინის მუსიკალური ზარდახშა იდეალური საჩუქარი იქნება რომანტიკული ბუნების ადამიანებისთვის. ეს საჩუქარი მათ თაროზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს და თქვენ თავს აუცილებლად გაახსენებთ.

3. ხელის სათბობი

საუკეთესო საჩუქარი იქნება მისთვის, ვინც მუდმივად სიცივეზე წუწუნებს და ზამთარში ხელებიც სულ გაყინული აქვს.

ამ და სხვა ასობით საახალწლო ნივთის ნახვა და შეძენა „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და საიტზე შეგიძლიათ. თანაც, როგორც აღვნიშნეთ, საახალწლო ფასდაკლებებიც უკვე დაწყებულია და არ მოგიწევთ დეკემბრის ბოლო დღეებში სახლის მორთვასა თუ საჩუქრების არჩევაზე ფიქრი.

"ემბისი" კოლხური ღვინის ფესტივალის ოქროს სპონსორია

„პრაქტიკული აკადემია“ ციფრული მარკეტინგის კურსზე მონაწილეების მიღებას იწყებს

Jeep-ის ცენტრში საახალწლო აქცია დაიწყო