ავტორი:

"მე არ გამექცე ბიჭო... ერთად გავიზარდეთ" - ნიკა მელიამ და ბექა ოდიშარიამ პარლამენტის ეზოში ერთმანეთს "უნამუსო" ეძახეს

"მე არ გამექცე ბიჭო... ერთად გავიზარდეთ" - ნიკა მელიამ და ბექა ოდიშარიამ პარლამენტის ეზოში ერთმანეთს "უნამუსო" ეძახეს

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტის ეზოში უმრავლესობის წევრებს სასტვენებით ხვდებიან. მათ შორის, პარლამენტის ეზოში იმყოფებიან ელენე ხოშტარია და ნიკა მელია, რომლებიც მმართველი გუნდის ყველა წევრისგან, ვინც პარლამენტში მიდის, ინტერესდებიან, მისცეს თუ არა ხმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომლის გაჩერებასაც ნიკა მელია შეეცადა, ბექა ოდიშარიაა. აღნიშნულს პარლამენტის ეზოში მათ შორის შეკამათება მოჰყვა.

„ბექა, მე არ გამექცე ბიჭო. ესაა ბექა ოდიშარია, ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვენოდეს... მოდი ვისაუბროთ... უნამუსო ხარ“, - მიმართა ნიკა მელიამ ბექა ოდიშარიას, რაზეც თავის მხრივ ოდიშარიამ უპასუხა: „გეყოფა, მე არ გიჭერდი. უნამუსო შენ ხარ“.

"ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართულნი, რათა ეს ომი გაგრძელდეს...მალე არ დამთავრდება" - მამუკა არეშიძე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ხელისუფლება დედაქალაქში კორონავირუსის პრევენციის მიზნით - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი - სტუმარი ელენე ხოშტარია