ავტორი:

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში, - ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსულ მედიასთან განაცხადა.

”უდავოა, რომ რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში იხსნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ 5-თვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, პრაღაში ე.წ. აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

28 წლის ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

საჩხერის სასტუმროში მოთავსებულ 2 პირს ტემპერატურა დაუფიქსირდა - როგორია ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

კორონავირუსის საფრთხის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს